ოკუპირებული გალის რაიონში რუსეთის მოქალაქე გაიტაცეს. საინფორმაციო სააგენტოს, “ეხო კავკაზას” (Эхо Кавказа) ცნობით, 58 წლის ჯემალ სოსელია საიბერიოდან გუშინ ღამით გაიტაცეს.
სოსელია სოჭში ცხოვრობს და მუშაობს. როგორც გამოცემა წერს, სოსელიამ საიბერიოში სახლი ცოტა ხნის წინ აიშენა და ოკუპირებულ გალს პერიოდულად სტუმრობდა.
Loading…
