პოლიტიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდანტმა გალის რაიონის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

თემურ ნადარაია გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსად პირველად 2014 წელს დაინიშნა, ახლადარჩეული ე.წ. პრეზიდენტის, რაულ ხადიმბას ინაუგურაციის შემდეგ და მეორედ უკვე  2019 წლის ოქტომბერში, მთავრობის გადადგომის შემდეგ, ის რაიონის ე.წ. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი იყო.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ, თემურ ნადარაია გაათავისუფლა გალის რაიონის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან, შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდა ე.წ.  სახელმწიფოს მეთაურის ვებსაიტზე.

”ნადარაია თემურ ხუხუტის ძე, გათავისუფლებელ იქნას გალის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობიდან”, – ნათქვამია განკარგულებაში.

მას ამ პოსტზე ე.წ. პრეზიდენტის ბრძანებულებით ომარ ბგანბა შეცვლის.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პარლამენტი დღეს გახარიას პრემიერად აირჩევს

რუსეთიდან საქართველოში ბოლო რეისი ჩამოფრინდა

Joni Kvaracxelia

ოპოზიციის ნაწილი ხელს აწერს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს (LIVE)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი