განცხადება/მიმართვა

ოკუპაციის დღე გვახსენებს იმ შედეგებს, რომლებმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება-კახა კალაძე

“დღეს საბჭოთა ოკუპაციის დღეა, დღე, რომელიც, ერთი მხრივ, გვახსენებს ოკუპაციის იმ შედეგებს, რომლებმაც ათწლეულებით შეაფერხა ქვეყნის განვითარება და დააშორა ევროპულ არჩევანს, მეორე მხრივ კი, მიგვითითებს იმ უმთავრეს ღირებულებაზე, რაზეც დგას საქართველო და რამაც აქამდე მოგვიყვანა: ესაა სამშობლოს, მოყვასისა და თავისუფლების სიყვარული, 

ამ სიყვარულით იბრძოლეს ჩვენმა ჯერ კიდევ ნორჩმა წინაპრებმა და თავი შესწირეს იმ უმთავრესს, რისიც სწამდათ. სწორედ მათმა მაგალითმა, მათმა დანატოვარმა და არა კალმით, არამედ საქმით დაწერილმა ანდერძმა უნდა შეგვაძლებინოს, მეტად განვავითაროთ ქვეყანა და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ამისთვის საჭიროა ერთიანობა და ერთობით სვლა იმ მიზნისკენ, რომელსაც გამთლიანებული, განვითარებული და ძლიერი საქართველო ჰქვია”

ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მსგავსი პოსტები

“25 ივნისს ეკა ბესელია ,,მაკდონალდსში’’ შეხვდა ბატონ გოგი თათუხაშვილის ოჯახთან დაახლოებულ პირს, რომელთანაც შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონოდა” – შოთა ლელაძე

Joni Kvaracxelia

“სწრაფად უნდა დაიწყოს დავით გარეჯის აღდგენა…სასწრაფოდ შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს”-ზურაბიშვილი (ვიდეო)

მეჩითოვის ცნობილი ფოტოს გმირი განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი