სხვადასხვა

ოკუპანტებმა 28 წლის ქართველი მოკლეს?

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის გადმოკვეთის დროს დააკავეს, არსებული ინფორმაციით, დაზიანებები აღენიშნებოდა. ამის შესახებ რადიო «ათინათს» აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რეზო ქობალიამ უთხრა. მისი ინფორმაციით, კვარაცხელია ორშაბათს გარდაიცვალა.

«თაგილონიდან ნაბაკევი-ოტობაიის მონაკვეთზე, ენგურის გასწვრივ, ჩვენი ინფორმაციით, ცდილობდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, რა დროსაც დააკავეს და მოათავსეს ნაბაკევის სამხედრო ბაზაზე. ამ ეტაპზე რაც ვიცი ის არის, რომ ძალიან მძიმედ იყო, გულის პრობლემებიც ჰქონდა და დაზიანებებიც აღენიშნებოდა, თუმცა რა სახის და სიმძიმის, არ ვიცი. თან, როგორც ვიცი, იყო ბუნკერში», — გვითხრა ქობალიამ.

28 წლის ირაკლი კვარაცხელია გალის რაიონის სოფელ აჩიგვარას მკვიდრი იყო. მას ერთი შვილი ჰყავს. ის დევნილად სენაკში, ერთ-ერთ მისამართზეა რეგისტრირებული, თუმცა ქობალია ამბობს, რომ აღნიშნულ მისამართზე ამ დროისთვის არავინაა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს საღამოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედ ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულმა საქართველოს მოქალაქემ თავი მოიკლა.

წყარო:radioatinati.ge

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

შემზარავი კადრები! მამაკაცი მცირეწლოვან ბავშვს მარიხიუანას მოწევას სთავაზობს-რა ხდება საქართველოში? (ვიდეო)

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიღებული ოქროს მედალი გაყიდა

სალომე ზურაბიშვილს, „ქართუ ბანკისა“ და „ქართუ ჯგუფის“ ხელმძღვანელებმა  105 000  ლარი შესწირეს

დატოვე კომენტარი