სხვადასხვა

ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის თვეში 321 ლარია საკმარისი-საქსტატი

სტატისტისკის ეროვნულმა სამსახურმა სააერსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო  კალათის საფუძველზე ადგენს, გამომდინარე აქიდან ეროვნულმა სამსახურმა მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი 181 ლარის დონეზე განსაზღვრა.

სტატისტიკოსების გათვლებით ოთხსულიანი ოჯახის არსებობისთვის 321 ლარია საკმარისი. ეს მონაცემები 2018 წლის  მარტთან შედარებით 8 ლარით გაზრდილია.

ამავე მონაცემებით, ექვსი და მეტ სულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი 427 ლარის დონეზე განისაზღვრა, 10 ლარით მეტი წინა წლის მარტთან.

საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან ესენია – პური, ბურღულეული, ხორცი, რძის პროდუქტები, ბოსტნეული და საკონდიტრო ნაწარმი.

Loading…

მსგავსი პოსტები

თელავში ავტოსაგზაო შემთხვევას  69 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

მორიგი სისასტიკე-ინსულტიანი ქალი ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუშვეს, რისგამოც ქალი გარდაიცვალა (ვიდეო)

ბათუმის ქუჩები დაიტბორა

დატოვე კომენტარი