კრიმინალი

ოთხი პირი დააკავეს ონლაინტოტალიზატორის მეშვეობით ნარკოტიკების გაყიდვაზე

ონლაინტოტალიზატორის გამოყენებით 2 მილიონამდე ლარის ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალასა და გარდაბანში ორგანიზებული ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი ბრალდებული დაინტერესებულ პირებს ტელეფონით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, სთავაზობდა ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდა ონლაინტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს, თანხებს არიცხვინებდა, ხოლო ამის შემდეგ აწვდიდა იმ ადგილების მისამართებს, სადაც ჯგუფის კიდევ ერთი წევრის მიერ უკვე «დადებული» იყო ნარკოტიკული საშუალებები.

გამოძიების მტკიცებით, 2020 წელს, ნარკოტიკების გაყიდვით გამომუშავებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პოლიციელის მიერ ფოთში მოკლულ ახალგაზრდას ტყვია თავში მოხვდა

როგორ გამოიყურება 4 წლის გოგონას მკვლელი?

ფოთში შვილმა 84 წლის დედას ყავარჯენი წაართვა და ზურგის არეში რამდენჯერმე დაარტყა.

დატოვე კომენტარი