«ოთოს ვენაცვალე…»-ნიკა მელია ოთო კახიძეს პასუხობს

0
5023

«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი,  «ევროპული საქართველოს»  წევრის ოთო კახაძის  განცხადებას ეხმაურება.

«საზოგადოებისთვის ცნობილია ოთო კახიძის განცხადება, სადაც ის წერს, რომ ნიკა მელიას არ უნდა გაეკეთებინა პროვოკაციული და სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება პარლამენტის ეზოში „მშვიდობიანად შესვლის“ თაობაზე. შემდეგ, ოთო კახიძის პათოსი სრულად გაიზიარა გიგა ბოკერიამ.

«ოთოს ვენაცვალე, მე რა განცხადებებიც ვაკეთე, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც, აი, შენი განცხადება კი, ახლა მაინც, როცა საარჩევნო პერიოდი არაა, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა ვიმეორებდეთ იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.

ფრთხილად ვიყოთ, ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს. პ.ს. ისე პირველი დღეები სულ იმას ვამბობდი 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ლიდერებს აბრალებდა უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას. ცოტაც და შენც მანდ ხარ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ « 

ოთო კახიძეს, რომელმაც პროვოკატორად გამომაცხადა უაპელაციოდ, პასუხი გუშინვე გავეცი ერთ-ერთ პოსტის კომენტარებში და ვინაიდან მეტს აღარ ვაპირებ პასუხი გავცე მათ განცხადებებს, თქვენის ნებართვით გავიმეორებ იმას, რაც გუშინვე მოვახსენე ბატონ კახიძეს.

დიახ, მე რა განცხადებებიც ვაკეთე იმ დღეებში, სრულიად მაქვს გააზრებულიც და გასიგრძეგანებულიც. მათი განცხადებები კი, როცა საარჩევნო პერიოდი არაა და ერთმანეთის პირდაპირ კონკურენტებს არ წარმოვადგენთ, როგორღაც პარტიულ კბენებზე უნდა ამაღლდეს და მეტიც, ბანს არ უნდა აძლევდეს და ექოსავით არ უნდა იმორებდეს იმას, რასაც ეს ხელისუფლება გაიძახის.

ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ცალკე მწვადის, ცალკე შამფურის გაფრთხილებაში, თეთრი ხელთათმანები არ გაგვემუროს.

ვწერდი, რომ იმ პირველ დღეებში, ხშირად ვამბობდი იმას რომ 9 აპრილის შემდეგ კომპარტიის პროპაგანდა ევროვნული მოძრაოობის ლიდერებს აბრალებდა სწორედ უპასუხისმგებლო, პროვოკაციული განცხადებების კეთებას და შესაბამისად სისხლისღვრას — მეთქი. ოთო კახიძეს დავუწერე კიდეც „ცოტაც და შენზეც იგივეს მათქმევინებ. უბრალოდ ის კომპარტია იყო და შენ ოპოზიციაში ხარ“.დღეს ეს ოთოს გარდა, უკვე სხვებსაც ეხება, სამწუხაროდ.

დიახ, უწყვეტი კადრების გამოქვეყნების შემდეგ, ხელისუფლებას პროპაგანდა დაენგრა და ჩემს დასაჭერად სხვა საყრდენებს ეძებს და სამწუხაროა, რომ ჩემი კოლეგები, თავისი განცხადებებით ამ შემთხვევაში მაშველ რგოლებად (იმედია და მჯერა მართლაც უნებლიედ) ევლინებიან ბიძინას რეჟიმს.

მეტ კომენტარს მე ამ თემაზე არ გავაკეთებ! ისრების გადატანა არასწორია — დღეს მთავარი სამიზნე ივანიშვილია და ეს ყველას უნდა ესმოდეს!»-წერს ნიკა მელია

ფაქტები.ჯი

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ