ფრაუ ანგელა მერკელის ვიზიტი საქართველოში არის ევროპის ურყევი მხარდაჭერის გამოხატულება ქართული სახელმწიფოს მიმართ. რაზეც მუდმივად ვსაუბრობ. ევროპა მტკიცედ უჭერს მხარს ქართული სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და დემოკრატიის განვითარებას.
ფრაუ მერკელი დღევანდელი მსოფლიოს ერთერთი წამყვანი და ავტორიტეტული ლიდერია სამართლიანად. მან შეძლო თითქოს შეუძლებელი, მოატრიალა ევროპის გეოპოლიტიკური ვექტორი და გადააწყო გერმანია და ევროპა ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგზე მინიმალური დანაკარგებით. რაც ყველზე მთავარია ახალ წესრიგში გერმანიის გეოპოლიტიკური ინტერესები სრულ თანხვედრაშია საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესებთან.
ნუ შეიყვანთ თავს შეცდომაში, არ არის მერკელი პუტინის მეგობარი.
ფრაუ მერკელი დიდი პოლიტიკოსია
კეთილი იყოს მისი ჩამობრძანება.
previous post