ნუ მოკლავთ!!!

0
66

ყველას ბედნიერი გაგითენდეთ 2023 — ახალი წლის ლამაზი დღეები!!!
და როცა თქვენზეა დამოკიდებული
თქვენც სხვებს ასევე, ლამაზი დღეები გაუთენეთ!

და ნუ უკლავთ დედას შვილს!
გამწარებული დედის მიერ შვილის ნელი სიკვდილით კვდომის ყურებას მშვიდად ნუ უცქერით!
ცოცხალი „ჯვარცმული“ დედის იძულებითი „სიმშვიდით“ ნუ სარგებლობთ!
საკუთარი დედები შეიბრალეთ!

მე, ვინც ჩემი შვილის ნელ სიკვდილს ვხედავდი და ვერაფერს ვშველოდი, მისი დაავადების მკურნალობის პრეცენდენტი ამ სამყაროში მედიცინას არა აქვს…
ნუ უკლავთ დედას შვილს მაშინ, როცა მისი შვილის შველა ჯერ კიდევ შეიძლება!
„სიმულაციად“ ნუ მოიხსენიებთ იმას, რასაც მსოფლიოს ცნობილი და აღიარებული მედიკოსების აზრით არაერთი, არამედ რამდენიმე „დიაგნოზი“, ანუ სახელწოდება აქვს!
ნუ კლავთ და ზეზეულად „ნუ ახმობთ“ დედას, რომლის შვილს მსოფლიოში ცნობილი სხვა პრეზიდენტების მიერ ჩადენილ „დანაშაულზე“ მეტი არ ჩაუდენია!

მსოფლი ფოლკლორს დაეჯერება, „ბალადა ვეფხისა და მოყმის“ შესახებ, მხოლოდ ქართველებს გვაქვს…
სად გაიზარდეთ, ვინ მოგცათ განათლების ნაცვლად გაუგონარი „სიბნელე“, რომელშიც ვერ ხედავთ და არ გესმით სტრიქონები, რომლშიც ქართული სულგრძელობით ნასაზრდოები მოყმის დედას — მისი შვილის მიერ მოკლულლი ვეფხვის დედა ებრალება: ხან იფიქრებდა, უდედოდ გაზრდა ვინა თქვა შვილისა, იქნება, ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა. წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა, ისიც მიამბობს ამბავსა, მეც ვუთხრა ჩემი შვილისა, იმასაც ბრალი ექნების უწყალოდ ხმლით დაჭრილისა!“
თქვენ, თქვენს მიერ სასიკვდილოდ გაწირულის დედა არ გებრალებათ…

მე — უძლურებით გატანჯულმა, უმწეოდ დარჩენილმა დედამ, სამწუხაროდ, ვიცი რა მწარეა შვილის „ნელ-ნელა კვდომას“ შორიდან უცქირო…
რატომ გინდათ, იგივე განიცადოთ (ღმერთმა დაგიფაროთ), იმისთვის, რათა მიხვდეთ, თუ რას განიცდის და რა მდგომარეობაშია აქამდე სრულაც „არაუმწეო“ დედა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის — საკუთარი პირმშოს ნელ კვდომას დეტალურად ადევნებს თვალყურს და ბრიყვისთვისაც გასაგებია, რომ თავადაც უმწეოდ ქცევას არაფერი უკლია…
დედა — დედაა — ნუ გაწირევთ ნურც დედას და ნურც შვილს და ამით გადაარჩინეთ თქვენი დედები და თქვენი შვილების დედები!
ნუ უკლავთ დედას შვილს!

თუ პირად შურისძიებაზე მაღლა ვერ დგებით, ეს თქვენი პრობლემაა: ამ ხნის განმავლობაში, იმდენი ფული ნუთუ ვერ იშოვეთ, რომ დამშვიდდეთ და ბოლოსდაბოლოს სამართლიანები გახდეთ, გაერიდოთ იმას, რისიც არ გწამთ… მაგრამ ასე ჩანს, გწამთ და პირად შურისძიებას კი არა, „სხვისი პირადი შურისძიების“ მხარდაჭერები ხართ, რაც კიდევ უფრო უარესია…

როცა სააკაშვილის მთავრობა მოვიდა, ოდნავ ნაკლები ასაკის ვიყავი, რამდენისაც ამჟამად სააკაშვილია… როცა საქართველოში ერთ-ერთი დიდი უწყების მოკრძალებული გაზეთის რედაქციაში — სამსახურში მისულს, ისე, რომ სახელითაც არ მომმართეს — კარის შეღებისთანავე მომახალეს: „ქალბატონო, თქვენ აქ აღარ მუშაობთ, დროა, ახალგაზრდებს დაუთმოთ ადგილი!“ და ჩემს მიერ დაფუძნებული გაზეთის რედაქციიდან უბოდიშოდ დამითხოვეს… აფხაზეთიდან დევნილი, უსახლ-კარო, ნახევრად მშიერისთვის, რომელსაც ქმარ-შვილიც უმუშევარი მყავდა, ამაზე დიდი „დარტყმა“ რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ადამიანი ვარ და, ბუნებრივია, დაუმსახურებელი სასჯელის გამო გაბრაზება დიდხანს გამყვა… მაგრამ ეს არ ყოფილა იმ დონის სიბრაზე, რომელიც ვინმეს „სასიკვდილოდ“ გაწირვის ტოლფასად მიმეჩნია.
თქვენ, თქვენ… ვინც ადამიანს, სულერთია, ვინ არის, ცოცხლად კვდომა მიუსაჯეთ და ვერ აცნობიერებთ რისთვის: იქნებ იმისთვის, რომ მისი პრეზიდენტობისას მისმა მთავრობამ დაუმსახურებლად დაგაპატიმრათ? იქნებ, ქრთამის აღებისთვის დაგსაჯათ? იქნებ, ქონება წაგართვათ? იქნებ საკუთარ „ბეც“ პოლიტიკას გამსხვერპლათ? ბოლოსდაბოლოს, იქნებ, შვილი მოგიკლათ?
მიეცით გამოჯანმრთელების საშუალება და ყოველივე ამისთვის შემდეგ მოთხოვეთ პასუხი, მოიქეცით ისე, როგორც ნორმალური ცივილური ადამიანები მოიქცეოდნენ: კანონიერების ფარგლებში საკადრისად დასაჯეთ ჯანმრთელი და არა მოწამვლით და არაადამიანური მოპყრობით „დაცემული“ ზურგში მახვილის ჩაცემით.
ეს არ არის ვაჟკაცობა!
ეს არ არის სამართლიანი!
ნუთუ არავინ გასწავლათ, ნუთუ თავად ვერ გრძნობთ:
ეს სადიზმია!

არა?
რაო — „სალაფავს“ ვერ ელევით?
სად გაიზარდეთ, რა შიმშილობა და გასაჭირი გამოიარეთ ისეთი, რომ ვერა და „ვერ გაძეხით“?

დამშვიდდით და დაფიქრდით:
დრო წინ გაქვთ, ფულს კიდევ იშოვით. თქვენისთანა ნამუსზე ხელაღებულები ამას იოლად ახერხებენ.
ამის იმედი იქონიეთ და:
ნუ მოუკლავთ დედას შვილს, ნუ მიიღებთ მონაწილეობას დედა-შვილის „ნელ მოკვდინებაში“…
მხოლოდ თქვენდამი უდიდესი სიბრალულით მოგმართავთ!
შეჩერდით!
ნუ კლავთ!
სადიზმის ჩადენის ძალიან დიდი რაოდენობით მოწმე გყავთ… და თუ აქამდე საქართველოს მსოფლიო სტალინით იცნობდა, ახლა ისე ნუ იზამთ, იმ მხრითაც გაგვიცნონ, რომ:
გაუმაძღარი, გაუნათლებელი, სადისტი მთავრობა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ მიდის და ყოფილ უკვე მეორე ექსპრეზიდენტს გონიერებისთვის, ქარიზმისთვის, პატრიოტიზმისა და საყოველთაო სიყვარულისთვის პირადად უსწორდება: ხანგრძლივი ფსიქოლოგიური ზეწოლით ცოცხლად სიკვდილისთვის — ფიზიკური და ფსიქიკური დეგრადაციისთვის იმეტებს — მიზანმიმართულად კლავს, რადგან თვით მოწამული, ავადმყოფიც კი — მათზე ბევრად ღირსეულია და ამიტომაც მომხრეები ჰყავს, რომლებიც მისი სიცოცხლის გადასარჩენად სიკვდილზე ნებაყოფლობით მიდიან…
თქვენ გყავთ მსგავსები?
არა, ცხადია!

თქვენ ახალგაზრდები — საკუთარი ქვეყნის წინაშე ისედაც საკმაო ცოდვებით ხართ დამძიმებულები და ამ ჯვარსაც ნუ წამოიკიდებთ:
ნუ მოკლავთ დედა-შვილს!
ამით საკუთარი თავი და ოჯახი გადაირჩინეთ!
თუ უფლის არ გეშინიათ, საკუთარი მოსახლეობის გეშინოდეთ!
მიუხედავად თქვენი დიდი მცდელობისა, თქვენზე ჩლუნგები გაგვხადოთ, მიზანს ვერ მიაღწიეთ:
თქვენს საქციელს ვხედავთ, ვხვდებით, რადგან ამას დიდ „მეცნიერად ყოფნა“ და „უმაღლესი განათლება“ არ სჭირდება, ჩვენი კაცთმოყვარეობა და ღირსეულის დანახვის უნარიც საკმარისია…

ვიცი, ჩემი ამ ნათქვამიდან ვერაფერი გაიგეთ… იქონიეთ იმდენი გონიერება, დაიხმარიეთ ვინმე, რათა გაიგოთ, ის, რაც გითხარით:
რადგან სისხლი გწყურიათ — ჯერჯერობით ეს იკმარეთ:
სანამ დედას შვილს მოუკლავთ, დედა მოკალით!
… ამით ოდნავ მაინც შეიმსუბუქეთ რისხვა ან უფლის, ან კაცის ხელიდან, რომ გემუქრებათ!

ვიცი, სულ ამაოდ დავშვრი, მაგრამ თავს მოვალედ ვგრძნობ, სხვებმა, ვისაც ესმის თქვენს მიერ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე, იცოდნენ, რას განვიცდი მაშინ, როცა ჩემი შვილის ნელ სიკვდილის ყურების მწარე ფიალა ბოლომდე გამოვცალე, მაგრამ ამაში ბრალი არავისთვის დამიდვია… ადრესატი არ მყოლია!
ჩემი და ჩემი შვილის ბედისწერას მივაწერე!
სააკაშვილის დედას ადრესატები ყავხართ:
ჩვენივე ხელით „გვირგვინდადგმული“ და ჩვენს ხარჯზე ფინანსურად უზრუნველყოფილები: საქართველოს მთავრობა, პარლამენტის უმრავლესობა, საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი…
ყველა თქვენთაგანს „ლომის წვლილი“ გაქვთ იმაში, რაც საქართველოს საერთაშორისო დონეზე „საბრალოს“ და ამავე დროს „დასაცინს“ ერთდროულად ხდის!
თქვენდამი უდიდესი სიბრალულით და გულწრფელი სურვილით: ღმერთმა გაცილოთ ხვედრი, რომელსაც ამისთვის იმსახურებთ!

ამ აზრის გამზიარებელი შვილმკვდარი დედები

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ