დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გააკეთა:
«დიდი იმედი მაქვს, რომ ბოლო წელი იქნება პანდემიის დედამიწაზე ბოგინის. სამწუხაროდ, პირბადე და დისტანცია მაინც აუცილებელია. დღეისთვის მსოფლიოში აცრილია 0,04% პოპულაციის. ეს მსოფლოისთვის არაფერი არ არის მაშინ, როდესაც ზოგადად უნდა აიცრას 70%…
მაქსიმალურად ვიწრო წრეში აღვნიშნოთ ოჯახებში ახალი წელი. ნუ მივალთ შვილიშვილებთანაც კი. ბებიებთან-ბაბუებთან. სამწუხაროდ, ეს ახალი წელი გამონაკლისი იქნება მთელი ცხოვრების მანძილზე ყველა სხვა ახალი წლისაგან»-განაცხადა პაატა იმნაძემ
Loading…