“ნუ გეშინიათ…ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება”-გიორგი ფხაკაძე (ვიდეო)

0
864

გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

“ნუ გეშინიათ ამ ახალი შტამის, ის არც ისე საშიშია, როგორც ამას მასმედია აზვიადებს !!!
პირბადე, ხელების დაბანა 20 წამი და ორმეტრიანი დისტანცია – ესაა, ახლა, კოვიდის საწინააღმდეგო წამალიც და ვაქცინაც ჩვენთვის!!!
გისურვებთ ჯანმრთელობას!!!
ყველაფერი იქნება კარგად კი არა , ძალიან კარგად!!!
ჩვენ მოვიგებთ ამ ომს და დავიწყებთ აღმშენებლობას!!!
წარმატებული და ბედნიერი შობა- ახალი წელი , მეგობრებო!!!”

ზაფხული გვექნება ძალიან კარგი. მაისის ბოლოს ჩვენი რეანიმაციული საწოლები გათავისუფლდება. გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს. მაისამდე რამენაირად გავძლოთ.

ზაფხულში ვირუსი იქნება, მაგრამ არ იქნება ძლიერი. იმედია, ამ მუტაციის შედეგად სექტემბერში უკვე დავამთავრებთ ამ კოვიდის თემას. ყველანი დავიღალეთ. მაგრამ სიფრთხილე მაინც გვინდა.

რა უნდა გავაკეთოთ?

კიდევ ერთხელ ვამბობ – ახალგაზრდებში 90%-ში საერთოდ არაფერი არ აწუხებთ, მაგრამ არიან კოვიდიანები. ასეთი რაღაცებიც ხდება. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, 2 თვე ვიყოთ გადამდები და სამიც. ეს ძალიან იშვიათია, მაგრამ ესეც ხდება. ამიტომ არის საჭირო პირბადე და ორმეტრიანი დისტანცია.

გთხოვთ, იყავით პოზიტიურები, იფიქრეთ კარგ ამბებზე, რადგან ნეგატივი ადამიანს ღუპავს.”- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ