განცხადებები

«ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს»-გია ხუხაშვილი გიორგი გაბუნიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

პოლიტოლოგი გიგა ხუხაშვილი ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას  მიერ პუტუნისისადმი გინებას გამოეხმაურა, რომელსაც აღშფოთება მოყვა და  რომელიც «რუსთავი2»-ის შენობასთან აქციაში გადაიზარდა.

«ყველა შევთანხმდით, რომ გაბუნიას საქციელი არ ჯდება არა თუ პროფესიული, არამედ პიროვნული ეთიკის და ღირსების ჩარჩოებში.
მაგრამ, ბევრად უფრო შემაშფოთებელი სურათი აჩვენა რიგში ჩამდგარი ხელისუფლების წარმომადგენლების პანიკურმა განცხადებებმა, რომ ვინმე გაბუნიას განცხადებებმა ლამის ომის ზღვარზე დააყენა ქვეყანა.
1. დამშვიდდით ბატონებო, არ არსებობს ბუნებაში ომი, რომელიც ჟურნალისტის გინებას შეიძლება მოყვეს.
2. ომის რეალური მიზეზი შეიძლება გახდეს მხოლოდ განვითარების გაცხადებული ვექტორი და არაფერი სხვა.
3. ნუ გექნებათ იმედი, რომ “ბაბაიას” დაძახებით დათვს ისევ მიაძინებთ, რადგან ის თქვენი შიშით იკვებება და ეს საკვები გუშინ მიეცით. ხვალ უფრო მეტს მოითხოვს.
4. კარგი იქნება, თუ გააცნობიერებთ, რომ თქვენი ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები კაპიტულანტურს ძალიან მიუახლოვდა, რაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში საქართველოსთან მიმართებაში.
5. გაბუნიას საქციელის საბაბით შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობაც მთლიანად ჯდება რუსეთის გეგმებში. გადახედეთ რუსული პროპაგანდის გამოხმაურებებს და იქნებ მიხვდეთ, საით მიაქანებთ ქვეყანას.
თუ მართლა გეშინიათ, გცხვენოდეთ. თუ თამაშობთ, გცხვენოდეთ. თუ ვერ ხვდებით, ჩვენი სირცხვილი ხართ.»-წერს გია ხუხაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«მივიღე მძიმე გადაწყვეტილება…»-ლევან ვასაძე მომავლის გეგმებზე (ვიდეო)

roma sajaia

«გაბუნიას შეეშალა და ახლა პუტინის ქართველი გავრილოვები შეტევაზე გადმოდიან რიგითი გახარიას გადასარჩენად»-გიგი უგულავა

«ახლა ძალიან მოკლედ დავწერ…»-ნიკა მელიას წერილი ციხიდან

roma sajaia

დატოვე კომენტარი