განცხადება/მიმართვა

„ნუ გავხდებით სხვები – დავრჩეთ ქართველებად!“ ინგუში მწერლის, ისა კოძოევის გულწრფელი მიმართვა ქართველ ერს

ძვირფასო მკითხველო,
თქვენ წინაშეა ემოციური და გულწრფელი წერილი ინგუშეთის ეროვნული ლიდერისა და მწერლის, ბატონი ისა კოძოევის (კოაძოი), რომელიც სიყვარულითა და მტკივნეული გულშემატკივრობით მიმართავს ქართულ საზოგადოებას. ეს არის სიტყვები, რომლებიც არა მხოლოდ ძმობისა და ისტორიული სიახლოვის შესახებ მოგვითხრობს, არამედ მოგვეწოდება ჩვენი იდენტობის, ტრადიციების, კულტურისა და ადამიანობის შენარჩუნებისკენ.

კავკასიელი ერის წარმომადგენელი, რომელიც ქართველებში სულიერ მონათესავებს ხედავს, გვახსენებს იმ ღირებულებებს, რაც საუკუნეების განმავლობაში გვამყარებდა. იგი გულისტკივილით აღწერს მიტოვებულ სოფლების და დაცარიელებული სახლების სურათს, რაც თითოეულ ჩვენგანს ძალიან კარგად გვესმის. ისა კოძოევის სიტყვები – ეს არ არის მხოლოდ საგანგაშო მოწოდება, ეს არის ძმის ხმა, რომელიც მოგიწოდებს: ნუ დაკარგო თავი, ქართველო!

წაიკითხეთ ეს წერილი მთელი გულით. იქნებ სწორედ ახლა არის დრო, როცა უნდა დავფიქრდეთ – რას ვტოვებთ უკან და საით მივდივართ.


ყ უ რ ა დ ღ ე ბ ი თ, ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ო!
“ინგუშების ეროვნული ლიდერი, ცნობილი მწერალი – ისა კოძოევი (კოაძოი).

  • მე არ მინდა, რომ ქართველები გავდნენ ე ვ რ ო პ ე ლ ე ბ ს! ვისურვებდი, რომ ქართველები გავდნენ – ქართველებს! დიდი ხანია მე ეს გულში ლურსმანივით მჩხვლეტავს! მე არ მინდა, რომ ქართველები გაევროპელდნენ, ქართველები უნდა იყვნენ – ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი! ჩვენ სხვა რასა ვართ, ჩვენ კავკასიელები ვართ, ჩვენ ჩვენი განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. ქართველო კაცებო და ქალებო, ჩვენ უნდა ვიყოთ შესაბამისად შემოსილნი, სიმპატიურნი, სალმიანნი, სტუმართმოყვარენნი და მამაცნი. როგორ შეიძლება ჩვენ ერთმანეთის გარეშე ვიცხოვროთ? ეს იგივეა რაც ძმის დაკარგვა, დამარხე ძმა და აღარ გყავს. დადიხარ მის ცარიელ სახლში და ბალახი იზრდება, სადღაც ღობეზე კატა კნავის. ცოტა ხნის წინ კახეთში ვიყავი, და ვიარე სოფლები და ქუჩების გასწვრივ მიტოვებული ცარიელი ფანჯრები მიყურებდნენ. ვიკითხე რა ხდება მეთქი? – მითხრეს, რომ ხალხი საკუთარ სახლებს ტოვებს და ევროპაში მიდის. ჩემთვის ეს ძალიან ძნელი სანახავი იყო, მთელი ღამე ვფიქრობდი და ძილი არ მეკარებოდა. ახლა ყველა ქართველს მინდა ვთხოვო:- ღვთის გულისათვის, ნუ წახვალთ, არ არის ბედნიერება უცხო მიწაზე! ორი მონათესავე ერის, ქართველებისა და ინგუშების კულტურა ძალიან ჰგავს ერთმანეთს, იმდენად, რომ ქართველების დახმარებით ინგუშური კულტურის დაკარგული ელემენტების აღდგენა შეიძლება! თქვენი საგუნდო სიმღერები, საერთოდ თქვენი სიმღერები, მუსიკა – ისეთია, როგორც ჩვენი, თქვენი კულტურაც, ხელოვნებაც და ტრადიციებიც. ჩვენ თქვენგან უნდა გავიხსენოთ, აღვიდგინოთ ის რაც დავკარგეთ, რაც დაგვაკარგვინეს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ, ჩვენი სულით თქვენ სულთან მოვდივართ და გეუბნებით, რომ დაგვეხმაროთ აი ასეთ დროს. თქვენიდან ავიღებთ იმას, რაც ჩვენთან გაქრა, თქვენ შემოგხედავთ და მოგბაძავთ, ამიტომ თქვენ ძალიან კარგები უნდა იყოთ.
  • კავკასიაში ყველაზე ახლო ხალხები ჩვენ ვართ,
    ქართველები და ინგუშები! ჩვენ ერთნაირად გამოვიყურებით, ჩვენ ერთნაირი ტრადიციები გვაქვს, ერთნაირი თვისებები, ერთნაირი მენტალიტეტი და ჩვენ ძარღვებში ერთი და იგივე სისხლი სჩქეფს, ალბად ღმერთმა, როცა ჩვენ გვქმნიდა იცოდა რასაც აკეთებდა, ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა გადავაკეთოთ! აი, რა მინდოდა თქვენთვის მეთქვა ქართველებო.

გისურვებთ წარმატებებს!
ისა კოძოევი (კოაძოი), ი ნ გ უ შ ი მწერალი.

მსგავსი პოსტები

ანგელა მერკელის აზრით twitter-ის მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის განუსაზღვრელი დროით დაბლოკვა “პრობლემატური საკითხია”

Joni Kvaracxelia

“ამ უსამართლო ცხოვრების დედაც…..”- მალხაზ მაჩალიკაშვილი

ალექსეი ნავალნის გათავისუფლებას მოითხოვს ჟოზეპ ბორელი

დატოვე კომენტარი