განცხადებები

ნუკრი ქანთარია თანაგუნდელებს აკრიტიკებს-«ნაწილი ალბათ, მონასტერში უნდა წავიდეს»

«ოცნების» დეპუტატი ნუკრი  ქანთარია თანაგუნდელებს აკრიტიკებს, იმის გამო რომ გუშინ ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას მხარი სამმა დეპუტატმა არ დაუჭირა.

«ან მდინარის იქით, ან მდინარის აქეთ. მე არავის არაფერს ვედავები, მე ვამბობ, რომ ეს საკითხი იყო პრინციპული საკითხი და ამაში იყო წინასწარ შეთანხმებაც, თუ ასეთი საკითხი შემოვიდოდა ჩვენა ნ ერთად ვუჭერდით მხარს ან არ ვუჭერდით, ეს ბუნებრივია და ასეთ დროს დაქსაქსვა ჩემთვის მიუღებელია.

«დატოვონ არ დატოვონ გუნდი — ასე არ შევალ. ამაზე იქნება მსჯელობა თვითონაც იტყვიან. ეს არის პოლიტიკა და პარლამენტი, ან პარლამენტი ან მონასტერი. არის ორი გზა — ნაწილი ალბათ, მონასტერში უნდა წავიდეს, ნაწილი დარჩეს პარლამენტში. თუ ეს ადამიანი იყო მელია, რაც მთელმა საქართველომ ნახა, ტყუპისცალი არ ჰყავს, მისი ქცევა გამოძიებას ექვემდებარება. დანარჩენი სასამართლოს საქმეა. მე რომ დამინახოთ, ხალხს ვეუბნები წამოდით, შევანგრიოთ, რას ნიშნავს, სად ვეპატიჟები, საქეიფოდ თუ რესტორანში,»- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნიკა გვარამიამ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა

Joni Kvaracxelia

«ერთადერთი ვაჟი თვალწინ მომიკლეს…მეც მაქვს ჩემი ღირსება და კაცობა, ამის მიუხედავად მაინც ვცემ საქართველოს პატივს»-მაჩალიკაშვილი (ვიდეო)

მამული ბერიას სკანდალური განცხადება სოხუმის უნივერსიტეტში არსებულ მდგომარეობაზე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი