სოცქსელი

ნუგზარ სულაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს-მონპელიეში ქართველი ემიგრანტების ყველა პრობლემას ადგილზე გაეცნობიან

FRANCE AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

საგანგებო განცხადება

საფრანგეთი საქართველოს ურთიერთ თანამშრომლობის და თანამეგობრობის გენ. ასამბლეა გამოთქვამს მზად ყოფნას დახმარება გაუწიოს საფრანგეთში მცხოვრებ ჩვენს ყველა თანამემამულეს, რათა დაცული იქნეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებები და ხელმისაწვდომი გახდეს, როგორც იურიდიული კონსულტაციები, ასევე უფასო საადვოკატო მომსახურება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 27 აპრილს, ორგანიზაციის წარმომადგნელები პირადად მოინახულებენ მონპელიეში ქართველ ემიგრანტებს და ადგილზე გაეცნობიან ყველა პრობლემას.
შესაბამისად მსგავსი ღონისძიებები დაგეგმილია საფრანგეთის სხვა ქალაქებში, რადგან ემიგრაციულმა ნაკადმა შეუქცევადი ხასიათი მიიღო და უამრავი ადამიანი უკიდურეს, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საზოგადოებას, კერძოდ კი პოტენციურ ემიგრანტებს, ნუ ენდობით ყალბ დაპირებებს, რომელსაც ანგარებით ხასიათი აქვს, და ნუ უქმნით საფრთხეს როგორც საკუთარ თავს, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების სიცოცხლეს.

2018 წლის 22 აპრილს საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ხმა მისცა იმიგრაციისა და თავშესაფრის შესახებ კანონპროექტს.
ახალი კანონი ამცირებს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დოსიეს განხილვის ვადას, 11 თვის ნაცვლად ის ახლა 6 თვეში განიხილება.
დაჩქარდება გაძევების პროცედურა და პირები რომლებიც «დატოვე ქვეყნა»-ს შემდეგ გააგრძელებენ ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოვრებას დაექვემდებარებიან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45-დან 90 დღის ვადით, რის შემდეგაც მოხდება იძულებითი გაძევება.

საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობის ასოციაცია»-წერს ნუგზარ სულაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«უცხვირპირო თაღლითი, რომელმაც ყველა საკითხში მოგვატყუა მამაჩემის მკვლელობის საქმის გამოძიებისას»-ცოტნე გამსახურდია შალვა თადუმაძეზე

ანდრიუს კუბილიუსი აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან „ტვიტერზე“ განცხადებას ავრცელებს

«დედა ისე მიაბარეს მიწას, უკანასკნელად ჩახუტების უფლება არ მომცეს»-ნუგზარ სულაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი