პოლიტიკა

ნონა მამულაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ჩვენ, ნონა მამულაშვილი – პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი – პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად, ვერთვებით „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნონა მამულაშვილმა განაცხადა. მამულაშვილის თქმით, ახლა ცვლილების შესაძლებლობა ჩნდება. „ორი წლის წინ, 2021 წლის 31 იანვარს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განახლება გამოაცხადა და საზოგადოებას თორმეტი ახალი წევრი წარუდგინა. მაშინ ჩვენც ამ განახლების ნაწილი გავხდით ერთადერთი მიზეზით – გვემოქმედა პარტიის გაჯანსაღებისთვის, შემდეგ კი ქვეყნის პროდასავლური განვითარებისთვის, ეკონომიკურად ძლიერი, სამართლიანი და დაცული საქართველოსთვის. ცვლილებების სურვილისა და უკომპრომისო ბრძოლის მიუხედავად, დავინახეთ, რომ მძიმე სისტემური პრობლემების გამო, პარტიის გაჯანსაღება შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ, სხვადასხვა დროს, თუმცა ერთი და იმავე მიზეზით, დავტოვეთ პარტია. ქვეყანაში არსებულ უმძიმეს კრიზისს, ოლიგარქიულ მმართველობას, პოლიტიკურ მართლმსაჯულებასა და დასავლური კურსიდან გადახვევას ნაციონალური მოძრაობა სუსტი და პოლიტიკისგან დაცლილი ებრძვის. თუმცა, საბედნიეროდ, ჩნდება ცვლილების შესაძლებლობა და ეს შიდაპარტიული არჩევნებია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერთვებით ამ არჩევნებში, რათა დავაბრუნოთ პოლიტიკა პარტიაში, გადავდგათ ყველა აუცილებელი ნაბიჯი ოლიგარქიული რეჟიმის შესაცვლელად, პარტიის დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას პოლიტიკური პატიმრობიდან დასახსნელად. ჩვენ, ნონა მამულაშვილი – პარტიის თავმჯდომარის კანდიდატად და გიორგი ხვედელიანი – პარტიის გენერალური მდივნის კანდიდატად ვერთვებით „ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში, რათა თქვენთან ერთად განვაახლოთ 2021 წელს დაწყებული პარტიის განახლებისა და გაჯანსაღების პროცესი. დავდგეთ ერთად ცვლილებებისთვის“, – წერს მამულაშვილი. ნონა მამულაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 3 ნოემბერს განაცხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ევროკავშირი აპირებს 1 ივლისიდან საქართველოს გარე-საზღვრები გაუხსნას

ევროკავშირის წარმომადგენლობა — საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები

საქართველოს ფინანსთა მინისტრი სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

დატოვე კომენტარი