სხვადასხვა

ნოე ჟორდანიას ვაჟი, რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა

უაღრესად დამწუხრებული ვარ.
მეასე წელში გადამდაგარი რეჯებ ჟორდანია გარდაიცვალა დღეს.
ნოე ჯორდანიას ვაჟი, მუსიკოსი, მეცნიერი, მეისტორიე, მწერალი, საქართველოს დიდი პატრიოტი, ჩემი ახლო ნათესავი და უხუცესი მეგობარი.
ნამდვილი, ხორცშესხმული ხიდი დამოუკიდებელი საქართველოს სამ წელთან და ლევილის საქართველოსთან.
ხშირად ვსაუბრობდით ფეისბუქის მეშვეობით. ლანჩხუთში ჩამოსვლა და დარჩენა იყო მისი ნამდვილი ნატვრა.
წავიდა რეჯებ ჟორდანია და მასთან ერთად წავიდა ძველი ამბები, ძველი განცდები და ამავე დროს მარადის ახალნი — დამოუკიდებელი, თავისუფალი, სუვერენული საქართველოს სახელმწიფოს შესახებ რჩებიან მუდამ.
რეჯებ ჟორდანია, რომელიც მუდამ მომენატრება, მუდამ მეამაყება, მუდამ მემახსოვრება.
რეჯებ ჟორდანია, 100 წლის რეჯებ ჟორდანია, რომელსაც ახსოვდა ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ჩხენკელი, ჩხეიძე, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, წერეთელი, ვალოდია გოგუაძე და ნამეტია ბერძენიშვილი, გეგეჭკორი, სარჯველაძე, ხომერიკი… საქართველოს მთელი თავგადასავალი, ემიგრაცია, ფიქრები დამოუკიდებლობაზე, ოცნებები, ბრძოლა, შრომა… საქართველოს მთელი ტრაგედია და გამარჯვებაც…
რეჯებ ჟორდანია — არასდროს დაგივიწყებთ ჩვენ, საქართველოს შვილები, ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, მონატრებულნი იმ საქართველოს, რომელსაც თქვენ განასახიერებდით.
რეჯებ ჟორდანიას უნდა გლოვობდეს მთელი საქართველო.
და ნეტარხსენებულ ბებიაჩემ ვინანოზ სარჯველაძე-მაჭუტაძესაც როგორ უხაროდა და აღაფრთოვანებდა ჩვენი ურთიერთობა — დედაჩემის, მარიამ ჟორდანიას ნატვრა ახდაო, ასე ამბობდა. ღმერთსა
და ისტორიას მადლობას ხშირხშირად შესწირავდა — რეჯებ ჟორდანია ლანჩხუთში ჩამოდის და საქართველოც დამოუკიდებელი სახელმწიფოაო…
P.S. არასოდეს დამავიწყდება ის საღამო, ჩვენი შეხვედრის, როდესაც ჩვენ ერთმანეთის წინაშე წარვსდექით — ვაკეში, იმ ცნობილ სახლში, ქართულ ღვინოს რომ შევექეცით ერთად. თქვენ და მე ვხარობდით ერთმანეთით. ივანე ჟორდანიას და ნიკოლოზ ჟორდანიას შთამომავლები. ჩვენ იმ საღამოს გამარჯვებას ვზეიმობდით — ბოლშევიკებსა და საბჭოთა კავშირზე გამარჯვებას — ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ასეც იქნება უკუნითი უკუნისამდე!
ბატონო რეჯებ, გიხაროდენ!
P.P.S ამ ზაფხულს გურიაში ჩამოსვლა სურდა. სოციალურ ქსელში მოვილაპარაკეთ მისი ჩამობრძანების შესახებ. მიხაროდა, ველოდებოდი… გურიას ვამზადებდი.
P.P.P.S. გელოდებით ბატონო რეჯებ, მაინც გელოდებით… გურიაში გელოდებით… ლანჩხუთში, ნიგოითში, ისევ ლანჩხუთში — მაჭუტაძეების და ჟორდანიების სამკვიდრო მხარეში… ჩვენს წინაპართა ძვალთშესალაგების მიდამოებში. სივრცეში, სადაც დრო გაიყინა 1921 წელს, 100 წლის წინათ.
გელოდებით, ბატონო რეჯებ, გელოდებით…

ნიკა მაჭუტაძე
საქართველოს პარლამენტის წევრი, «სახელმწიფო ხალხისთვის»

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩემი გაპრეზიდენტების შემთხვევაში დამამთავრებელ კლასებში გოგონებს დაურიგდებათ ქალიშვილობის მოწმობები»-ასათიანი გიორგი

პატრიარქი წირვის დროს ცუდად გახდა

კრემლის აგენტურა თბილისში! პუტინის დაფინანსებული ფულით თბილისში ფორუმი გაიმართება (ვიდეო)

დატოვე კომენტარი