საქართველოს გენერალური პროკურატურა “მთავარი არხის” საინფორმაციო სამსახურის უფროს ნოდარ მელაძეს გამოკითხვაზე იბარებს.
ნოდარ მელაძე პროკურატურაში ხვალ 11 საათზე უნდა გამოცხადდეს.
“მელაძე “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება”-აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
Loading…
