განცხადებები

ნინო წილოსანმა ოპოზიციას «ქუჩის ოპოზიცია» უწოდა

ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავჯდომარემ ოპოზიციას არაცივილური უწოდა, ასევე განაცახადა, რომ თუ ისინი დარწმუნებულები არიან გამარჯვებაში ქუჩაში დგომის ნაცვლად არჩევნების მოლოდინში უნდა იყვნენ: «გამომდინარე იქიდან, რომ არ ჰქონდათ მათ საკმარისი რაოდენობა ეფექტური აქცია მოეწყოთ, ისინი ოჯახის წევრებით იყვნენ წარმოდგენილი და ძალიან კარგი, რომ ასეთი იდეოლოგიური ერთობა აქვთ. ისინი ცდილობდნენ, რომ მაქსიმალური ქაოსი შეექმნათ. ის საქციელი, რასაც ისინი ჩადიოდნენ, ჩემთვის პირადად არ ჯდება არანაირ გამოხატვის თავისუფლებაში და არც ცივილურობაში.

ეს «ქუჩის ოპოზიცია», თუ ისინი ირწმუნებიან, რომ მათ აქვთ ხალხის ნდობა, პარლამენტის კარებს კი არ უნდა ანგრევდეს, უნდა ელოდებოდნენ საპარლამენტო არჩევნებს და იმარჯვებდნენ. თუ ისინი პარლამენტის კარებს ამტვრევენ, ლოგიკური დასკვნა მიჩნდება, რომ მათ ხალხის არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ,»- განაცხადა ნინო წილოსანმა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს

Joni Kvaracxelia

ყველა გადამხდელს 2013 წლის პირველ იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება-მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი