განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

ნინო ლომჯარია: საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა ეკლესიასაც ეხება

ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ დაწესებული შეზღუდვა, 10 კაცზე მეტის შეკრების აკრძალვის შესახებ, ეკლესიასაც ეხება.

“პრეზიდენტის დეკრეტი, ამ შემთხვევაში, ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის მუხლს, რაც გულისხმობს იმას, რომ იზღუდება და ამ შემთხვევაში, იკრძალება მოქალაქეთა ჯგუფის შეკრება ჭერქვეშ, ასევე, გარეთ. მე მიმაჩნია, რომ ეს გულისხმობს, მათ შორის, ეკლესიებში საზოგადოების თავშეყრას იმიტომ, რომ შეკრება გულისხმობს ადამიანთა ჯგუფის ნებისმიერი სახის შეკრებას”, – თქვა ნინო ლომჯარიამ რუსთავი 2-თან ინტერვიუში.

ლომჯარიას თქმით, დეკრეტის გამოცემის შემდეგ მთავრობა დეკრეტის გამოცემის შემდეგ თავად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში არის გამონაკლისი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ხაშურში ხანძარს ვერ აქრობენ, 10 ჰექტრამდე ტყე იწვის

პარლამენტს ვერ გადაიტანთ თბილისში , იმიტომ რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით-გრიგოლ ვაშაძე

რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს “გირჩი” არ უერთდება

roma sajaia

დატოვე კომენტარი