განცხადება/მიმართვა

ნინო ლომჯარიამ ვაჟა ექიმის პატიმრობასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა. ომბუდსმენის თქმით, ვაჟა ექიმის მიმართ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. იზოლატორში არასათანადო მოპყრობისა და წამების შესახებ ინფორმაცია და ფაქტები არსებობს.

“რაც შეეხება ბატონ ვაჟას მდგომარეობას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია არასათანადო მოპყრობის, წამების შესახებ ცხინვალის იზოლატორში და ასევე გვქონდა ტატუნაშვილის ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც მისი გარდაცვალებით დამთავრდა, რა თქმა უნდა, გვაქვს მომეტებული შიშები, როგორი იქნება დაკავებული ექიმის ჯანმრთელობის მდგომარეობა,” – აცხადებს ნინო ლომჯარია.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

გენერალი გოგი თათუხაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს

“ყველას გაგარჭოთ ტრამპმა გლობალურად(ხიჭვი)!დიდება ღმერთს!!!”-ემზარ კვიციანი

ეს კანონი ჰონგ კონგის ავტონომიისთვის ძირის გამოთხრა იქნება – იენს სტოლტენბერგი

დატოვე კომენტარი