Uncategorized

ნინოწმინდის პანსიონში გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც მიმდინარეობს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით  ნინოწმინდის პანსიონში გამოძიება სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზეც მიმდინარეობს.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების მიხედვით, 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის, 3 სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ხოლო ერთი – სავარაუდო გაუპატიურების ფაქტზე.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, გაგაცნოთ ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მომხდარი სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ‪2016-2021‬ წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი) და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლი).‬

ამ დროისთვის სახალხო დამცველის აპარატი არ ფლობს დეტალურ ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტების, მასში მონაწილე პირების და გარემოებების, ასევე, გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ. საკითხის დაზუსტების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს”-აცხადებს ნინო ლომჯარია.

Loading…

მსგავსი პოსტები

1 აპრილს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

ერთ დროს წარმატებული სპორტული კომპლექსის კედლებს ახლა კოროზია ანადგურებს.

პეტრო პოროშენკომ ქვეყანაში საომარ მდგომარეობას მოაწერა ხელი

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი