მომღერალ ნინი ქარსელაძის მამა, თეიმურაზ ქარსელაძე გარდაიცვალა.
ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ მამამისი კლინიკაში ინსულტის დიაგნოზით იწვა და მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული.
“მამა!!!! ახლა წასვლის დრო არ არის…. ხომ დაგპირდი ბევრ რამეს?! ხოდა არ დამტოვო, მჭირდები!!!! მოიკრიბე მთელი შენი ძალა, ენერგია, იბრძოლე იმისთვის, რომ გადარჩე და გამოძვრე ამ მდგომარეობიდან!!! მთელი დღე შენთან გავატარე და იცი რას მივხვდი? ცხოვრება ერთი წამია, ხოდა ამ ცხოვრებაში მხოლოდ სიყვარული ყოფილა მნიშვნელოვანი! მიყვარხარ!
ძალიან დიდი მადლობა ევექსი • EVEX მთელს გუნდს, თითოეულ ექიმს, ექთანს და მომსახურე პერსონალს!” – წერდა ნინი ქარსელაძე.
Loading…