5 სექტემბრიდან სტარტს იღებს ყოველწლიური ქუჩის ხელოვნების ფესტივალი „ნიკო“ რომელიც გაგრძელდება 7 ნოემბრამდე. წელს ფესტივალის ფარგლებში 4 ქართველი და 4 უცხოელი არტისტი მოხატავს თბილისის კედლებს 7 სხვადასხვა უბანში.
ფესტივალს აწყობს ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“, რომლის მიზანია თანამედროვე ხელოვნება გახადოს ქალაქის ნაწილი და ხელი შეუწყოს დამწყებ არტისტებს თავის წარმოჩენაში. ფესტივალის მისიაა შეკრიბოს რაც შეიძლება ბევრი დგილობრივი და უცხოელი არტისტი, შეუქმნას მათ ყველა პირობა რომ თავისუფლად გადმოიტანონ საკუთარი ემოციები ქალაქის კედლებზე, რაც კიდევ უფრო მეტ უნიკალურობას სძენს ჩვენს ქალაქს და წარმოჩენს მსოფლიო სტრიტ-არტის რუკაზე.
ფესტივალის მსვლელობა აისახება მოძრაობის ფეისბუქ გვერდზე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დააკვრიდეს არტისტების მუშაობის პროცესს.
გამეზა – 25.09-28.09 – ჭოროხის #4 (საქართველო)
დანტე – 5.10 – 8.10 – მაზნიაშვილის #31 (საქართველო)
მუსია – 26.10 – 31.10 – უზნაძის #54 (საქართველო)
მაშოლენდი – 2.11 – 7.11 – პეტრიაშვილის 3/5 (საქართველო)
პოლ ბრუვერი – 2.10- 5.10 – უზნაძის #54 (სამხრეთ აფრიკია)
კუბა ულბრიხი – 8.10 – 13.10 – ლ. ასათიანის #24 (გერმანიია)
Kickit Art Studio – 18.10 – 23.10 – ბარნოვის #47 (უკრაინა)
ფესტივალი ხორციელდება მერიის პატრონაჟით, ფესტივალის პარტნიორები არიან თიბისი ბანკი, სარაჯიშვილი და კაპაროლი.
ქუჩის ხელოვნების მოძრაობა „ნიკო“ მოაწყობს თავისუფალ სახატავ ზონებს დამწყები არტისტებისთვის ქალაქის მიწისქვეშა გადასასვლელებში. არტისტებმა უნდა მიმართონ და წარმოადგინონ სკეჩი რის საფუძველზეც მიიღებენ მასალებს და სივრცეს თავიანთი ფანტაზიის კედელზე გადასატანად.
„ნიკო“ თანამედროვე ხელოვნებას ხდის ხელშესახებს. როგორც პიკასო იტყოდა „ყველდღიურ ცხოვრებაში, ხელოვნება გადარეცხავს მტვერს სულიდან“.
