ნიკა ობოლაძემ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დატოვა

0
67

ნიკა ობოლაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვეღარ ხედავს იმ ძალას და ენერგიას, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას შეძლებს.

„რამდენიმე კვირის წინ მქონდა ინიციატივა „ნაციონალურ მოძრაობაში» რაღაც ახლის დაწყების და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღების და ა.შ. ამ ინიციატივამ მიუხედავად იმისა, რომ კულისებს იქით მოიპოვა დიდი მხარდაჭერა, საჯაროდ ამან ვერ მოიპოვა მხარდაჭერა, ამიტომ ახლა შემიძლია თამამად გითხრათ, რომ დღეიდან არ გესაუბრებით «ნაციონალური მოძრაობის» სახელით. საბოლოო ჯამში ამ ფორმაციის «ნაციონალურ მოძრაობაში» მე ვერ ვხედავ იმ ძალას და იმ ენერგიას, რომელიც შეძლებს ქვეყანა ამ ხელისუფლების პირობებში გამოიყვანოს კრიზისიდან“, — განაცხადა ნიკა ობოლაძემ „ფორმულას“ ეთერში.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ