არჩევნები

ნიკა მელია Edisson Reaserch-ის გვლევებს გამოეხმაურა

Edisson Reaserch- ის კვლევის ეს შედეგი მარტო მე კი არა, ყველა იმ ადამიანს ეკუთვნის, ვინც ძალიან აქტიურადაა ჩართული ჩემს საარჩევნო კამპანიაში და 24 სააათი ჩემ გვერდითაა ეს სამი თვეა.
მადლობა შტაბის წევრებს, თანაპარტიელებს და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც თავს არ ზოგავენ ჩემი, როგორც საერთო ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის.
მადლობა ახალგაზრდებს — მართლა წარმოუდგენელ ძალას მმატებს მათი ყოველდღიური თანადგომა….
მადლობა მეგობრებს ცხოვრებიდან და მეგობრებს ფბ-დან. ენმ-ის და სხვა ოპოზიციური პარტიის წევრების, ჩემი პირადი მეგობრების გარდა, მართლა ძალიან ბევრი გლდანელი, ავჭალელი, მუხიანელი ფბ მეგობარი მეხმარება უანგაროდ.
და რა თქმა უნდა, უღრმესი მადლობა ხალხს, რომელიც ნდობას მიცხადებს.
5 ივნისს დავიწყე საარჩევნო კამპანია და დღემდე 7 ათასამდე ადამიანს პირადად შევხვდი სხვადასხვა ფორმატში. პრაქტიკულად მოვწყდი მედია-სივრცეს, უარს ვამბობდი სატელევიზოო ეთერებზეც, ჩემი არჩევანი იყო — უფრო მეტი დრო დამეთმო ამომრჩევლისთვის.
მალე კიდევ უფრო აქტიური და ინტენსიური გახდება კამპანია, ვისაც აქვს სურვილი რომ შემოგვიერთდეს — ჩაერთოს გლდანის საარჩევნო კამპანიაში, მომწეროს პირადში. ამ შემთხვევაში, აუცილებელი არაა გლდანის რაიონის ამომრჩეველი იყოს, ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი ერთგული დამკვირვებელი საარჩევნო უბანზე, საარჩევნო უბანთან რომ გამარჯვება ვიზეიმოთ პირველივე ტურში!
გამარჯვების დროა! — წერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა მელია.

Loading…

მსგავსი პოსტები

ცესკომ ახალი რეზულტატები დადო

Edison research-ის ბოლო წინასაარჩევნო კვლევა: გრიგოლ ვაშაძე — 45%; ზურაბიშვილი — 42%

საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განახლდა ბანერი „საარჩევნო რუკა“

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი