განცხადებები

ნიკა მელია ოპოზიციას მიმართავს-იხილეთ განცხადება

«ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც ციხეში იმყოფება იმ ოპოზიციას მიმართვას, რომელთაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.

paqtebi.ge  ამ მიმართვას ოფიციალურად გთავაზობთ.

«მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს ოპოზიციიდან, ვინც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.
რუსთავის ციხის 224-ე საკნიდან, მინდა უმორჩილესად გთხოვოთ, არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ მონაწილეობა ისტორიის გადაწერის სამარცხვინო მცდელობაში, რასაც 20 ივნისის გავრილოვის ღამის ამნისტია ქვია.
არც მე და არც არავინ არ ღირს იმად, რომ ანტისაოკუპაციო აქციის სამარცხვინოდ დამრბევ დამნაშავე პოლიციელებს და ბრძანების გამცემებს მინიმალური შანსი მაინც მივცეთ, თავი დააღწიონ სამართლიან მართლმსაჯულებას.
სრულიად ცხადია, რომ ქართული ოცნება ამ ამნისტიას გაავრცელებს ყველაზე და ყველაფერზე, და თქვენ რომც არ მისცეთ მას ხმა (რაშიც ეჭვი არ მეპარება), მაინც
დისკრედიტებული გამოხვალთ ამ პროცესიდან. დაგაზიანებენ თქვენ, დააზიანებენ ოპოზიციურ ერთობას და დააზიანებენ ქვეყანას. სამწუხაროდ, ქართველი ხალხის თვალში, მნიშვნელოვნად დააზიანებენ მედიატორების და მათ უკან მდგომი ჩვენი მთავარი მეგობრების რეპუტაციას.
კვლავ გავიმეორებ, ახლა თუ რამეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ეს ოპოზიციური ერთობაა. არც ერთ ვითარებაში არ უნდა დავუშვათ მისი რღვევა. არ უნდა დავუშვათ ყველა მხარემ. ამიტომაც, ყველას მინდა ვთხოვო, თავი შევიკავოთ იმგვარი ქმედებებისგან, რომლებიც ამ ერთობას შეუქცევად დაზიანებას მიაყენებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთობა არის ჩვენი ერთადერთი უპირატესობა ქართული ოცნების წინააღმდეგ.
ამიტომაც, გთხოვთ თქვენ და მივმართავ დოკუმენტზე ხელმომწერ ქართულ ოცნებას:
გაითხოვეთ ამნისტიის საკითხი და მოხსენით იგი დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ. თუ შეუძლებელია ამნისტია შეეხოს მხოლოდ ე.წ. გავრილოვის პროტესტანტებს, მაშინ ნუ იარსებებს ამნისტია საერთოდ. გაითხოვეთ ამნისტია, და, ამ შემთხვევაში, მე, ნიკა მელია, ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დავტოვო საპყრობილე.»

Loading…

მსგავსი პოსტები

«მესამე ტალღა ჩვენსკენ მოექანება…»- შალვა პაპუაშვილი

roma sajaia

მიხეილ სააკაშვილი საჯარო მოხელეებს მიმართავს

Joni Kvaracxelia

«მოერიდე იმ მღვდელმსახურს, ვისაც ცოდვასთან მიმართებაში გულგრილობა აქვს»-მეუფე ზენონი

3 комментария

«ოპოზიცია ვერ გაითხოვს ამნისტიას»-ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას პასუხობს | ფაქტები-ge 26.04.2021 at 18:58

[…] ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ნიკა მელიას პოზიციას […]

Reply
«ნიკა მელიამ მეორედ აუყირავა მაგიდა შულერებს…»-ელისო კილაძე | ფაქტები-ge 26.04.2021 at 19:09

[…] პლუსის» რედაქტორი ელისო კილაძე ნიკა მელიას ოპოზიციისადმი მიმართვას […]

Reply

დატოვე კომენტარი