საპოლიციო ძალებმა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში დააკავეს და ტერიტორიიდან წაიყვანეს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია. პოლიციელების და სპეცრაზმელების ნაწილი შენობაში შესასვლელებიდან, ნაწილი კი სახანძრო ავტომანქანის კიბის გამოყენებით შევიდა. გატეხეს ოთახის კარი, სადაც მელია იმყოფებოდა. საპოლიციო ძალები “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში 7:30 საათისთვის მივიდნენ და შენობაში მყოფებს ნახევარი საათი მისცეს პარტიის ოფისის დასატოვებლად. მობილიზებული იყო ასეულობით პოლიციელი და სპეცრაზმელი.
Loading…