განცხადება/მიმართვა

«ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია»-დავით ჭიჭინაძე

პოლიტიკური მოძრაობა “ტრიბუნას” ლიდერი, დავით ჭიჭინაძე შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტზე და ამ დოკუმენტზე ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ ხელმოწერას გამოეხმაურა:

«ნიკა მელიას ციხეში გამოკეტვა ყოფილა ქვეყნის გამარჯვება და არ გვცოდნია.
კაცი ციხეშია და პრეზიდენტის სასახლეში საზეიმო შეხვედრა გაგვიმართეს გავიმარჯვეთო…

არ შეიძლება არ იყო იმის ერთგული, რასაც პრინციპი და სამართალი ჰქვია!

თუ სულ რაღაც 2-3 თვის წინ მიცემულ პირობასაც კი ვერ ასრულებ, ან ამომრჩეველს რაზე უნდა ესაუბრო, ან პოლიტიკოსი რატომ უნდა გერქვას?

მოკლედ, რაც 19 აპრილს მოხდა, ამის ძალიან კარგი შეფასება იქნება შემოდომაზე.

როდესაც არც ეკონომიკური, არც პოლიტიკური კრიზისი დაძლეული არ იქნება და დღეს პარლამენტში შესულ ყველ ოპოზიციონერს სწორედ გახარია გამოყრის გარეთ, რადგან ინიციატივა სწორედ მის ხელში გადავა»-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ხვალიდან აიკრძალება სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა

Joni Kvaracxelia

აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა

roma sajaia

«რუსეთი ხო დააჩოქა, ახლა ირანის ჯერია!»-ნიკა გვარამია

დატოვე კომენტარი