ნიკა გვარამიას თქმით არსებობს ინფორმაცია, რომ რადიკალები აპირებენ ოპოზიციური ტელევიზიების ოფისებში შეჭრას და დარბევას

0
285

ტელეკომპანია «მთავარის» დირექტორი, ნიკა გვარამიას თქმით 60 -მდე ადამიანი შეკეტილები არიან ერთ-ერთ შენობაში, რომელთა შორის მთავარის ჟურნალისტებიც არიან. მათ გარს ეხვევიან რადიკალური დაჯგუფების წარმომადგენლები, რომლებმაც შეკეტილების მისამართით შეაგდეს ასაფეთქებელი ნივთიერება. შეკეტილები ერთი საათის წინ დაუკავშირდნენ საპატრულო პოლიციას დახმარებისთვის, თუმცა სამართალდამცავები აქამდე არ გამოჩენილან. გვარამაის თქმით შეკეტილების ლოკაციას შეგნებულად არ ასახელებს, რადგან მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა მათი ლოკაცია ცნობილია შსს-სთვის.

ასევე მთავარის დირექტორის განცხადებით, ის იწვევს უკლებლივ ყველა ჟურნალისტს, რომლებიც პირდაპირ ეთეში აშუქებენ მიმდინარე პროცესებს. მისი თქმით, ასევე მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და მიუხედავად მოქალაქეების დიდი ინტერესისა, კომპანიას არ უღირს თანამშრომლების სიცოცხლის ფასად რადიკალური დაჯგუფებების გამოხტომების გაშუქება პირდაპირ ეთერში. ტელეკომპანია «მთავარი» წყვეტს პირდაპირ ეთერში აღნიშნული ვითარების გაშუქებას.
მას აქვს ასევე ინფორმაცია, რომ რადიკალები აპირებენ ოპოზიციური ტელევიზიების ოფისში შეჭრას და დარბევას.
ნიკა გვარამიამ მოითხოვა ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასწრაფო გადადგომას, რადგან მისი თქმით ის არის ერთერთი წამქეზებელი აღნიშნული მოძალადეების ქმედებებისა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ