განცხადებები

ნიკა გვარამია რუსთავი2-ის გასხვისების საქმეს ეხმაურება

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას განცხადებას რუსთავი2-ის გასხვისების შესახებ, გამოეხმაურა არხის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია.

„ეს არის ე.წ. დაკიდებული ვალები. პაატა სალია საერთოდ არაფრის მცოდნე არ არის ქვეყნის ზურგზე, არის ერთი საშუალო ხარისხის კლერკი, იურისტი, არც მაგის კარგი ადვოკატობა გაუგია ვინმეს, არც რამე გამოჩენილი გაუკეთებია ცხოვრებაში… ამ 70 მილიონიდან 30 არის ე.წ. დაკიდებული ვალები, რომელიც არის მკვდარი სესხები ან ჩასხმები პარტნიორთა ვალებად გაფორმებული. ეს დამხვდა მე, არც მიმიქცევია ყურადღება, მეტი საქმე არ მქონდა, მომაკვდავ კომპანიაში, დაკიდებულ ვალებს ვუყურებდე… ამ დაკიდებული ვალების ზემოთ არის 25 მილიონი საგადასახადო დავალიანება, დიახ ყადაღით მიყენებული ზიანია ესეც მათ შორის“, — განაცხადა გვარამიამ.

ის ახალ დირექტორს სამარცხვინოს უწოდებს.

„ეს ჩვარი, რომ რუსთავი 2-ის ბოლო დირექტორია, ეს არის სამარცხვინო, კატასტროფა, რომელიც სამწუხაროდ, მოგვიწყო ადამიანის უფლებათა სასამართლომ, რომელიც სტრასბურგში მდებარეობს“, — განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ყოფილი დირექტორის თქმით, მიუხედავად ყადაღებისა რუსთავი2-მა მეტი შემოსავალი მიიღო ვიდრე მისმა კონკურენტმა არხმა, იმედმა.

„რაც შეეხება დავებს, აი, რა თქვა პაატა სალიამ და პირდაპირ გვითხრა პროკურატურის მოქმედების კონტექსტი, რაც არის. მას ჰგონია, რომ 2015 წელს ჩვენ ვაკეთებდით ფულის დალექვას სხვაგან, იმიტომ, რომ გვეგონა, რომ შემოდიოდა ქიბარ ხალვაში და ამიტომ გვედავება, ჯერ ერთი, ის დალექილი თუ იყო სადღაც, უკან დაბრუნდა კომპანიაში, ეს ერთი და მეორე, 32 მილიონი იყო რუსთავი 2-ის შემოსავალი, მე რომ მედავებიან იმ საქმეში. იმ წელს, ძალიან მცირე სხვაობით მომდევნო კომპანია და მთავარი კონკურენტი ტელეკომპანია იმედი დარჩა 24 მილიონიანი მოგებით, ანუ 32-ით 24-ს რომ მოუგებ მთავარ კონკურენტს, ეს არის ცუდი დირექტორობა და ერთ თვეში, რომ დახურავ ტელეკომპანიას, ეს არის კარგი?“ — განაცხადა გვარამიამ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩხუბის დროს მ.კ.-ს ხელში ჰქონდა საგანი, ე.წ. ტარი, რომელსაც დავით სარალიძეს ურტყამდა»-აბესაძე

ზელენსკის საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

ნაცმოძრაობის შიდა არჩევნები — გია ხარჩილავას პოზიცია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი