განცხადება/მიმართვა

ნიკა გვარამიამ ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდა

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე, «მთავარი არხის» გენერალურმა დირექტორმა ოპოზიციას მიმართა და მათ გაერთიანებისკენ მოუწოდა.

ნიკა გვარამიას თქმით, ახლა, როგორც არასდროს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ერთიანობას, რადგან ეს, მისი თქმით, ერთადერთი გამოსავალია.

„ოპოზიციის კრიტიკა თვითმიზანი გახდა. სისუსტეები ოპოზიციაში ნამდვილად არის, ეს შესამჩნევია, ზედაპირზეა, მაგრამ ეს სისუსტეები ამგვარი დამოკიდებულებით კიდევ უფრო ღრმავდება. ახლა ისეთია დროა გაერთიანების, როგორც არასდროს არ ყოფილა. ახლა, ამ მომენტში, ერთიანება, შეიძლება ერთადერთი გამოსავალიც იყოს. ეს თქვენი პასუხისმგებლობაც არის, არა მარტო შესაძლებლობა. ეს არ არის მიუღწეველი ამოცანა. ოპოზიციის ჩამოშლა, მარტო ბიძინა ივანიშვილს აძლიერებს“. — ამბობს გვარამია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნიკა გვარამიას საქმეზე ერთ-ერთი ბოლო სხდომა იმართება. დღეს დასკვნითი სიტყვით დაცვის მხარე წარდგება. მომდევნო სხდომა 24 ოქტომბერს გაიმართება.

Loading…

მსგავსი პოსტები

ბოლო დროს ქვეყანაში სარესტორნო ბიზნესის შესაძლო ჩავარდნის საშიშროებამ იმატა

Joni Kvaracxelia

«აბა ოთხმეზურო გამოდი და დაიცავი ქოცები და სალომე , ფეხებზე დაგიკიდეს, შენი შვილიშვილის მკვლელი დასეირნობს უკვე ქუჩებში»

Joni Kvaracxelia

პოლიტიკუტი დიალოგის ფასილიტატორების ერთობლივი განცხადება

დატოვე კომენტარი