«ბევრჯერ ვყოფილვარ დაკავებული, მაგრამ აქამდე არ მქონია ფიზიკური დაპირისპირება პოლიციის შენობაში — დაკავების შემდეგ, ისანი-სამგორის სამმართველოს შენობაში, სამმართველოს უფროსის მოადგილესთან, გიორგი ჩოქურთან, აქტიურ ბიძინისტთან მქონდა შელაპარაკება და დაპირისპირება.
ჩემზე, ბორკილებდადებულ ადამიანზე, გიორგი ჩოქურმა მოახდინა წიხლით ძალადობა, რაზეც ცხადია, შესაძლებლობის ფარგლებში, მქონდა ადექვატური რეაგირება.
არაფერი გვიკვირს, ნაწამები ადამიამები ჰყავს ამ რეჟიმს, ეს მათი ხელწერაა…» — აცხადებს ნიკა მელია.