სხვადასხვა

«ნეტა, ჩემნაირი პატრიოტი საქართველოს ბევრი ჰყავდეს»

გადაცემა «არჩევანის» ეთერში განცხადება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულმა, პეტრე დევრიშაძემ  გააკეთა:

„ბოლოს გიორგი მაზმიშვილი დამემუქრა და მითხრა ასეთი რამ, რომ პეტრე სამ დღეს გაძლევთ ვადას, სამ დღეში დაგვიწერ, შენ ჭკვიანი ადამიანი ხარ, დაწერე ისეთი რამ, რომ ტელევიზიით რომ გავა, ყველამ დაიჯეროს, რომ ეს არის რეალობა. მე ვუთხარი, დამიწერეთ თქვენ მაშინ, რის დაწერა გინდათ, ნუ გავიდა სამი დღე, რა თქმა უნდა, მე არაფერი არ დავწერე. გიორგი მაზმიშვილმა ისევ მითხრა, გაძლევ ისევ ერთ დღეს ვადას, რა აღიარებ და არ დაწერ, რასაც ჩვენ გეტყვით, 17 წელს მოგისჯი და საკანში ვირთხებს შევაჭმევ შენს თავსო,“

„ჩემი აღიარებითი ჩვენება, ეს ყველაფერი არის ტყუილი, სიცრუე, ეს არის შანტაჟის, დაშინების მიერ მოპოვებული ჩემგან ჩვენება,“

„არც ერთმაგი ვყოფილვარ, არც ორმაგი ვყოფილვარ“ და დასძენს, «ნეტა, ჩემნაირი პატრიოტი საქართველოს ბევრი ჰყავდეს,»- განაცხადა პეტრე დევრიშაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«მე თქვენ დაგასრულებთ, თქვენ ხართ ქუჩის ოპოზიცია»-გახარია ენმ-ს ემუქრება (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

მოსკოვში გარდაიცვალა სსრკ-ს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დიმიტრი იაზოვი

Joni Kvaracxelia

გაფრთხილება ამინდის შესახებ

დატოვე კომენტარი