განცხადებები

ნეტავ მეც მქონდეს ჩემი ჭორვილა — სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კვლავ ალაპარაკდა. ამჯერად ის ოპოზიციის წარმომადგენლის, ნინო ბურჯანაძის ფეისბუქ-სტატუსმა აალაპარაკა. აქამდე მას არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. თუმცა ის ჭორვილას ხსენებამ გააღიზიანა და მისებური პასუხით შეამკო:

«ჭორვილა თუ არა ჭორვილა!
პოლიტიკური სფეროს სხვადასხვა «ლიდერების» განცხადებებზე კომენტარების გაკეთება არ მჩვევია, თუმცა ამ შემთხვევაში, არა თუ დასაშვებად, არამედ აუცილებლადაც კი მიმაჩნია პასუხის გაცემა ისეთ შეურაცხმყოფელ განცხადებაზე, როგორიც ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
თურმე «ფსიქიკურად» შეშლილი უნდა იყო, რომ ჭორვილაში 15 წელი იცხოვრო. ეს შეურაცხყოფაა, არა კონკრეტული ადამიანისა, როგორც ამ პიროვნებას ჰგონია, არამედ ზოგადად, ჩვენი სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა. შეურაცხყოფაა იმ ადამიანებისა, რომლებზეც დიდწილად დგას ჩვენი აწმყო და მომავალი.
სწორედ სოფლად მცხოვრებლებმა მოგვიტანეს ბოლო პერიოდის ყველაზე დიდი წარმატებები: მეღვინეობის ტრადიციების აღდგენა, ტურიზმი.
სამაგიეროდ, ვიცით თუ რა მოუტანა საქართველოს ახლო წარსულში სოფლისა და მთის დაცლამ. ვიცით ჩვენი წინაპრები, როგორ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სოფელს და ადგილობრივ წეს-ჩვეულებებს, ჩვენი იდენტობისა და თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად. ვინც ამას ვერ აფასებს, ის საქართველოს ნიჭსა და ძალასაც ვერარას გაუგებს.
მე პირადად, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა დიდი ტკივილი და დანაკლისია, როცა კომუნიზმმა და ემიგრაციამ ჩამოგაშორა სოფელს და მამულს.
ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა!» — წერს სალომე ზურაბიშვილი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯერ ახალგაზრდა მამაკაცი მოკლა, მერე მისი ცოლი გაიტაცა და მიიმალა-ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

ეროვნული გამოცდების პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი დაემატება

«ერთპიროვნული მმართველი მე არც არასდროს ვყოფილვარ»-სააკაშვილი გაბუნიას პასუხობს

დატოვე კომენტარი