სოპრანო თამარ ივერი, სოციალურ ქსელში ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებლის ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ნეტავ ეს არ წამეკითხა. როგორ მეწყინა ამ ლეგენდარული კაცის ასე უცაბედი, ვერაგი კოვიდით წასვლა. როგორ მიყვარდა… როგორ ვუყვარდი. უსაზღვროა ჩემი ტკივილი. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი და დანაკლისი. კაცი ლეგენდა, ეროვნული ფოლკლორის მემატიანე, ფოლკლორის ბოლო მოჰიკანი, საქართველოს სახე! ღმერთო, დაადგი ნათელი და დაუმკვიდრე სასუფეველი. ის უკვე სამოთხეშია მისი კაცობით და საქმიანობით!
გულწრფელად ვუსამძიმრებ მის უსაყვარლეს მეუღლეს”-წერს თამარ ივერი.
Loading…
