კრიმინალი

ნელი დოროყაშვილი აპირებს ადვოკატ ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი ნელი დოროყაშვილი აცხადებს, რომ აპირებს, ადვოკატ ირმა ჭკადუას ცილისწამებისთვის უჩივლოს. დღეს, 28 სექტემბერს, სასამართლო სხდომის დაწყებამდე, ნელი დოროყაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი ყოფილი ქმრის ადვოკატი არღვევს მისი და მისი შვილის უფლებებს. კერძოდ, საქმე ეხება ჭკადუას განცხადებას იმაზე, რომ მოსამართლის შეთავაზების მიუხედავად, ნელი დოროყაშვილმა პროცესის დახურვაზე უარი თქვა. “მოსამართლემ თავდაპირველად განაცხადა, რომ იმ ნაწილში, რა ნაწილშიც ჩათვლის, რომ ირღვევა არასრულწლოვნის უფლებები, თვითონვე დახურავს სხდომის იმ ნაწილს. მეორე, ირმა ჭკადუა 2 წლის განმავლობაში ისევე როგორც სასამართლოს დარბაზში, ასევე მედიასივრცეში და მედიის გარეთ არღვევს ჩემი და ჩემი შვილის უფლებებს. მე ვამზადებ სარჩელს ქალბატონი ირმა ჭკადუას წინააღმდეგ. აუცილებლად ვუჩივლებ ცილისწამებისთვის და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის. ვგულისხმობ ჩემი და არასრულწლოვნის ინტერესების დაკნინებას, ჩემი სტატუსისა და სახელის შებღალვას. აუცილებლად, პირველი იქნება ირმა ჭკადუა, რომელიც ემსახურება ამას 2 წელია”, – ამბობს ნელი დოროყაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

კასპში 17 წლის დედამ 7 თვის შვილი გაგუდა

Joni Kvaracxelia

შაქარაშვილის საქმეზე მოსამართლე განაჩენს დღეს გამოაცხადებს

ესპანეთში საქართველოს 25 მოქალაქე დააკავეს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი