covid-19განცხადება/მიმართვა

“ნებისმიერ დროს შესაძლებელია დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით”-ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე

ახალციხიდან გადმოყვანილ 27 წლის ექთანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი განცხადებას აკეთებს:

“პაციენტის მდგომარეობა არის კრიტიკული. კლინიკურად სახეზეა გულის გაჩერების წარმატებული აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობა გამოწვეულია სავარაუდოდ, როგორც ანამნეზიდან ირკვევა, ანაფილაქსიური შოკის არსებობით. ამ ეტაპზე გრძელდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა მდგომარეობა, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დადებითი ეფექტი ამ ეტაპზე კლინიკურ პარამეტრებში აღარ გაგვაჩნია. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, ჩვენდა სამწუხაროდ, დასრულდეს კვლავ გულის გაჩერებით”-განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ გვერდითი რეაქცია – ანაფილაქსიური შოკი გუშინ დაუფიქსირდა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ზელენსკის საგანგებო განცხადებას ავრცელებს!

დუმის თავმჯდომარე კობახიძეს იცავს

roma sajaia

დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

roma sajaia

დატოვე კომენტარი