ნაცმოძრაობის მთავარი ნიშან-თვისება ბოროტებაა-ირაკლი კობახიძე

0
88

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბრიფინზე გუშინ აჭარაში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის საკითხს გამოეხმაურა, სადაც ხალხი შეკრებაზე რეგულაციების დაცვით არ იმყოფებოდა.

კობახიძემ აღნიშნულ ფაქტს უპასუხისმგებლობა უწოდა და განაცხადა, რომ „ნაცმოძრაობას“ ხალხის ბედი არ აღელვებს.

როდესაც ყველა პასუხისმგებლიანი ადამიანის თუ პოლიტიკოსის მთავარი საზრუნავი საკუთარი თანამოქალაქეების მოფრთხილება და ვირუსის მაქსიმალური შეკავება უნდა იყოს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ბოროტება და მავნებლობა მათი მთავარი ნიშან-თვისებ

ქალაქში, სადაც დღეს ყველაზე მეტად არის გავრცელებული კოვიდი, 1500 ადამიანის, მათ შორის, მოხუცებისა და ბავშვების ყოველგვარი საყოველთაო ცნობილი წესების გარეშე შეკრება, ბათუმში რამდენიმე ასეული ადამიანის ჩაყვანა და უკან დაბრუნება არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკური პარტიის უპასუხისმგებლო ქმედება, ეს არის შეგნებული მავნებლობა, რომლის მიზანი ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მიზანმიმართული ხელშეწყობა და ბათუმიდან სხვა რეგიონებში გადატანაა. ეს არის საკუთარი ურეინტინგობით სასოწაკვეთილი პარტიის ქმედება, რომელსაც თავის ერთადერთ პარტნიორად არა ხალხი, არამედ კორონავირუსი ესახება.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ერთ მხარეს დგანან ხელისუფლება, ექიმები და ხალხი, ხოლო, მეორე მხარეს, „ნაციონალური მოძრაობა“ და ვირუსი. მოვუწოდებთ საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელისუფლების ყველა ორგანოს, მიიღონ ყველა ზომა, რათა 31 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდეს ამომრჩევლისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგნენ საარჩევნო კამპანიას და ხელი არ შეუწყონ ვირუსის გავრცელებას“,-განაცხადა კობახიძემ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ