ნაცმოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, მალხაზ ჯალაღონიას და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.
«ჩემს მეუღლეს და მე დღეს კოვიდი დაგვიდასტურდა. სიმპტომების ხანგრძლივობა 3 დღე, 4 ნოემბრის საღამოდან. ვწუხვარ, რომ ვერ დავესწარი ჩვენი გმირების დაკრძალვას. ვერ მივდივარ თბილისშიც მიტინგზე, მაგრამ მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ. ივანიშვილს და მის რუსულ ოცნებას აუცილებლად მოუწევთ წასვლა, რადგან მათ უღალატეს საკუთარ ხალხს. ქართველი ხალხი კი ღალატს არავის არ პატიობს.» — წერს მალხაზ ჯალაღონია.
Loading…