განცხადებები

ნაციონალურ მოძრაობაშიც არის რაციონალური ხალხი — იაგო ხვიჩია

ჩვენ „ნაცმოძრაობაზე“ კი არ ვართ შეყვარებული, ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციაში ცვლილება, 113 კაცია ჩვენი მოთხოვნა, — ასე უპასუხა იაგო ხვიჩიამ კითხვას იმის შესახებ შევა თუ არა „გირჩი“ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“გარეშე საარჩევნო ცვლილებებზე შეთანხმების შემთხვევაში. „გირჩის“ ლიდერის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის რაციონალური ხალხი.

„მე „ნაციონალური მოძრაობა“ არ მგონია გიჟების ერთობლიობა. მგონია რომ იქ არის რაციონალური ხალხი, რომელიც ზოგადად რასაც ვლაპარაკობ, იმას ისმენს. მე უნდა ამიხსნან მათ, თუ ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიცია აგებს რა ლეგიტიმაციით ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ხოლო თუ ოპოზიცია იგებს და ამის მერე ტარდება ახალი არჩევნები რა არის ამაში პრობლემური. არავის უთქვამს ჩემთვის, რომ სისულელეს ვლაპარაკობ, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით ჩვენს შორის კორექტული ურთიერთობები არსებობს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სამეგრელოს ტერიტორიაზე წესდება დამატებითი შეზღუვები

«აუცილებლად დაიბარონ ქალბატონი ეკა დაკითხვაზე»-კახა კალაძე

Joni Kvaracxelia

საქართველოში ისრაელის საელჩოს განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი