ნაციონალურმა მოძრაობამ» და «სტრატეგია აღმაშენებელმა» პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივი განცხადება გააკეთეს

0
48

ნაციონალური მოძრაობა» და «სტრატეგია აღმაშენებელი» პოლიტიკურ ბრძოლას დღეიდან გაერთიანებული შემადგებლობით გააგრძელებენ. პოლიტიკური გაერთიანების შესახებ აღნიშნული პარტიების ლიდერებმა — ლევან ხაბეიშვილმა და გიორგი ვაშაძემ «რედისონში» გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. როგორც «ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, «სტრატეგია აღმაშენებელთან» რუსული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად საერთო სტრატეგიას შეიმუშავებენ. მისივე განცხადებით, «პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გამარჯვების პლატფორმა უნდა გაკეთდეს». „ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე დიდი ევროპული პარტია და ჩვენ, ცხადია, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება, რომ პროდასავლური პარტიების პლატფორმაზე გაკეთდეს გამარჯვების პლატფორმა. კონკრეტული კონსულტაციების შემდეგ მივაღწიეთ შეთანხმებას პარტიასთან, რომელიც ასევე ყველაზე დიდია ყველა კვლევით პროდასავლურ პარტიებს შორის, ვგულისხმობ „სტრატეგია აღმშენებელს“. ჩვენ ასევე ვაპირებთ ყველაზე დიდი კოალიციის გაკეთებას ხალხთან. შესაბამისად, დღეიდან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად გვექნება საერთო სტრატეგია, რუსული პარტიის, ბიძინა ივანიშვილის დამარცხების. მინდა მადლობა გადავუხადო „სტრატეგია აღმაშენებელს“ და თითოეულ მისი გუნდის წევრს. სხვანაირად მიხეილ სააკაშვილის პარტია, პასუხისმგებლიანი პარტია, ცხადია, ვერ მოიქცეოდა. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯი და გავაგრძელებთ ბრძოლას თავისუფალი, ერთიანი საქართველოსთვის“, — განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

გიგა გიგანი, თამარ ქუთათელაძე

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ