არჩევნები

,,ნაციონალური მოძრაობის “ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გია ხარჩილავა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც ერთი დღითაც არ შეუჩერებია მუნიციპალიტეტის წინსვლა

,,ნაციონალური მოძრაობის “ წალენჯიხის მერობის კანდიდატი გია ხარჩილავა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებშიც ერთი დღითაც არ შეუჩერებია მუნიციპალიტეტის წინსვლა.

ადამიანი რომელიც 9 აპრილიდან დაწყებული მუდამ ისტორიის სწორ გზაზე იდგა.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გერბის იდეის ავტორი, მასვე ეკუთვნის გერბში ჩატვირთული ისტორიულ-ეთნოგრაფიული სიმბოლიკის დედააზრი.
წალენჯიხის საკრებულო ( საქართველოს მასშტაბით ) ერთ–ერთი პირველი იყო, რომელმაც იმუშავა ჰერალდიკაზე და შემოიღო და დაამტკიცა აღნიშნული გერბი.

გიორგი (გია) ხარჩილავა
დაიბადა 1970 წლის 17 აპრილს, ქ. წალენჯიხაში, მამა–გივი ხარჩილავა, ინჟინერი, დედა–ვარო კვარაცხელია, პედაგოგი;
1986 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. წალენჯიხის პირველი საშუალო სკოლა;
1991 წელს, ასევე, წარჩინებით დაამთავრა თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის მექანიკა–მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, პარალელურად ეუფლებოდა ჟურნალისტის პროფესიას; სტუდენტობის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ მოძრაობაში, არის 9 აპრილის მონაწილე;
1991 წელს, ქვეყნისთვის უმძიმეს წლებში დაბრუნდა მშობლიურ წალენჯიხაში და აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო, შექმნა კარატეს სკოლა, სადაც ათწლეულების განმავლობაში უსასყიდლოდ ავარჯიშებდა მოსწავლე–ახალგაზრდობას, მისი ინიციატივით შეიქმნა ინტელექტკლუბი ,,მასქური“,შემოიკრიბა ქალაქის ახალგაზრდობა, სადაც იმართებოდა სხვადასხვა საღამოები, დისკუსიები, ამ პერიოდში, როცა ფეხმოკიდებული იყო კრიმინალი, ნარკომანია, გამეფებულია დაუსჯელობის სინდრომი, ,,მასქური“ ახალგაზრდების სულიერი სავანე გახდა;
1995 წელს, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა, გიორგი ხარჩილავა, ინიშნება ქ.წალენჯიხის მერად, თუმცა ვერ ეგუება გამეფებულ ბიუროკრატიას, კორუფციას, არ შედის არანაირ გარიგებებში და წალენჯიხელებს ახსოვთ უკომპრომისო ბრძოლა შევარდნაძის რეჟიმთან 1995–2002 წლებში;
1998 წელს გიორგი ხარჩილავა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობით არჩეულ იქნა ქ. წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარედ, ქ. წალენჯიხის მერად;
2002 წელს გიორგი ხარჩილავას უკვე მეორედ ირჩევენ ქ. წალენჯიხის თავკაცად–წალენჯიხის გამგებლად;
2004–2006 წლებში გიორგი ხარჩილავა კერძო ბიზნესში მიდის, ამასთან, აგრძელებს სპორტულ მოღვაწეობას, მონაწილეობს სხვადასხვა რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში და წარმატებებსაც აღწევს;
2006 წელს გიორგი ხარჩილავა კვლავ პოლიტიკაში ბრუნდება, ირჩევენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, სადაც მუნიციპალიტეტის განვითარებისათვის იღვწის 2010 წლამდე. აქ მას დახვდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, რომლის აღდგენასაც მოსვლისთანავე შეუდგა, პირველი, რითაც დაიწყო, ეს იყო წალენჯიხის განვითარების გრძელვადიანი პროექტი (თანხები მოძიებულ იქნა ენგურჰესში არსებული დავალიანებიდან),რომელიც დამუშავებული იყო წამყვანი არქიტექტორების და დაფუძნებული იყო წალენჯიხის ისტორიულ–კულტურულ–ეთნოგრაფიულ–ტრადიციულ ღირებულებებზე.(რაც შემდეგ პერიოდში არ განხორციელებულა;) ეს წლები იყო აღმშენებლობის წლები, მოწესრიგდა ქალაქის ყველა კუთხე, ქალაქებისა და სოფლების განათებები, ჩატარდა ნიაღვარსაწინააღმდეგო სამუშაოები, აიგო ბოგირები, ხიდები, მოწესრიგდა სარაიონთაშორისო, შიდა სასოფლო გზები და რაც სიამაყის მომგვრელია–ყველას საერთო გზა–ეკლესიის გზა!
სრულიად გამოირიცხა კორუფცია და ნეპოტიზმი, ბიუჯეტი გახდა გამჭვირვალე და ხალხის ინტერესებს მორგებული, დამყარდა უშუალო კონტაქტი მოსახლეობასთან და თვითმართველობა რეალურად ჩადგა წალენჯიხელების სამსახურში.
ინრფასტრუქტურის განვითარებასთან ერთად წალენჯიხაში განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა განათლების, კულტურის, სპორტის განვითარების საქმეს, ხოლო ახალგაზრდობასთან ურთიერთობა, ახალგაზრდების საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, თვითმმართველობის მხრიდან, ძალიან მაღალ ხარისხში იყო აყვანილი.
გია ხარჩილავა პირდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რომ განახლდება და გაგრძელდება ის შეჩერებული უმნიშვნელოვანესი პროექტები ყველა მიმართულებით, რაც ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს კუთხეს და მოსახლეობას.

Loading…

მსგავსი პოსტები

ნინო ბურჯანაძე პრემიერ მინისტრობის კანდიდატად?

შსს-ს საგანგებო ბრიფინგი (ვიდეო)

ღუდუშაურისა და ჩაჩავას კლინიკების ექიმებმა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კაპანია დააფინანსეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი