„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია-სამადაშვილი

0
201

ფრაქცია „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა არასწორია.

„ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ მათ პარლამენტში შემოსვლაზე კატეგორიული პოზიცია ჰქონდათ და ამ პოზიციას გადახედეს. ახლა აქვთ კატეგორიული პოზიცია შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის მცდარი პოზიცია, რადგან ეს დოკუმენტი გახდება საფუძველი ქვეყნაში გარდამტეხი პოლიტიკური ცვლილებების. ქართველი ხალხი ადეკვატურად დააფასებს იმ პოლიტიკური მოთამაშეების გადაწყვეტილებას, ვინც დოკუმენტს ხელი მოაწერა. ცხადია, „ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტია, რა პოზიციას დაიკავებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ დაეხმარება მათ პოზიციონირებას არც საერთაშორისო ასპარეზზე და არც ქვეყნის შიგნით. მიმაჩნია, რომ პარლამენტში სრულფასოვანი მუშაობის უფლება ყველა ოპოზიციონერს უნდა ჰქონდეს, მათთვის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის თქმა უხეშ პოლიტიკურ შეცდომად მიმაჩნია»- განაცხადა სამადაშვილმა.

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ