განცხადება/მიმართვაპოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე პასუხის გასაცემი არაფერი გვაქვს. საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ»-მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

«ჩვენ რატომღაც გვეუბნებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის სატელიტებს უნდა გავცეთ რაღაც პასუხი. პასუხი მათ კი არ უნდა გავცეთ, ხალხს უნდა გავცეთ. თუ რაიმე გადაწყვეტილება არ ან ვერ შესრულდა „ქართული ოცნების“ მხრიდან, ეს არის ქართველი ხალხის განსასჯელი. ხალხი ამას არჩევნებზე განსჯის. თუ ეს გადაწყვეტილება საზოგადოებამ იმდენად მტკივნეულად მიიღო, რომ „ქართული ოცნების“ ინტერესი დაზიანდა, ისინი ამას არჩევნებზე გასცემენ პასუხს. „ნაციონალური მოძრაობის“ წინაშე პასუხის გასაცემი არაფერი გვაქვს. საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ. მათ თავი დაანებონ საზოგადოებაზე საუბარს»- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

კელი დეგნანის განცხადებით, ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება სააკაშვილის გარეშემო არსებულ მოვლენებს

საქართველოს ვიცე-პრემიერი პუტინს უსმენდა

ფიზიკური დაპირისპირება პარლამენტში (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი