ნაციონალური მოძრაობის სარჩელი არ დააკმაყოფილა საქალაქო სასამართლომ

0
121

საქალაქო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა. ოპოზიციური გაერთიანების საჩივარზე პირველი ინსტანციის სასამართლო გვიან ღამით გამართულ სხდომაზე მსჯელობდა.

ოპოზიციის მტკიცებით, საარჩევნო ადმინისტრაციას არ ჰქონდა უფლება არჩევნები იქამდე შეეჯამებინა, სანამ საქალაქო სასამართლოში საჩივრების განხილვა არ დასრულდებოდა, სწორედ ამიტომ, ისინი პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას მოითხოვდნენ, თუმცა უშედეგოდ.

“ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას” საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს

“გვექნება დასაწერი სააპელაციო საჩივარი, ამ სარჩელების მიზანი არის ხელისუფლების და სასამართლო სისტემის ბოლომდე ლუსტრაცია”- განაცხადა თამარ კორძაიამ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ