ნაციონალური მოძრაობის“ კასპის ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ნუგზარ ნონიაშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
როგორც ნონიაშვილი განმარტავს, ის არ იზიარებს არსებული მენეჯმენტის მიდგომებს, ფასეულობებსა და ქცევის სტანდარტს.
ასევე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა კასპის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომელიც ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერია. ზურაბ შუკაკიძე დარწმუნებულია, რომ იგი ლევან ხაბეიშვილის მხარდაჭერის გამო გადააყენეს.
Loading…