პოლიტიკა

«ნაციონალური მოძრაობის» თავჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

„ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

რაც შეეხება სხვა კანდიდატებს — ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

„რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო 49 638 ადამიანი, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 41 264 შეადგინა.

საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ასე განაწილდა:

ნონა მამულაშვილი- 1537 ხმა, რაც შეადგენს 3, 73 %-ს.

ნიკა მელია- 16 476 ხმა, რაც შეადგენს ზუსტად 40%-ს.

გიორგი მუმლაძე-1516 ხმა, რაც შეადგენს 3,68 %-ს.

ლევან ხაბეიშვილი-21 656 ხმა, რაც შეადგენს 52, 58%-ს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი. პირველივე ტურში 52, 58%-ით გაიმარჯვა ლევან ხაბეიშვილმა“, — განაცხადა კობა ნაყოფიამ.

მისივე განმარტებით, არჩევნების მეორე ტური არ იქნება.

შეგახსენებთ, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» თავმჯდომარეობის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

«სამი წელია ასე იწყევლება…»-გახარია ივანიშვილს მიმართავს

roma sajaia

რა კრიტერიუმით შეუშვებენ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნიდან ვიზიტორს შენგენის ზონაში

მორიგი შეხვედრა ერგნეთში

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი