«ქართული ოცნების»დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის განცხადებით ძნელი ასატანია საზოგადოებისგან, რომელიც თავად არის დანაშაულში მხილებული და იმის ატანა, რაც დღეს პარლამენტში ხდებოდა.
«რაც შეეხება ქონებაზე და დანაშაულზე საუბარს – 131-ე ადგილზე იყო საქართველო, სამარცხვინო ადგილზე, 144 ქვეყანაში საკუთრების უფლების დაცვით. რაზე არის აქ ლაპარაკი საერთოდ და ვინ მისცა ამათ უფლება საერთოდ ამ საკითხებზე რომ ილაპარაკონ. ბორდერიზაციაზე ლაპარაკობენ რუსების მხრიდან და თავად გააკეთეს 2007 წელს, თავად აღადგინეს ავტონომია და იმ საზღვრების ფარგლებში, რუსები ახლა საზღვრებს ავლებენ, იქიდან იტაცებენ ხალხს. ამას ბოლო წერტილი ხომ უნდა დაესვას, არა? 2010 წელს არასრულწლოვნებს შორის მკვლელობის 40 შემთხვევა იყო, ეს არის ოფიციალური მონაცემი, კაცმა იცის? გამოიძიეს? – არ გამოიძიეს, 1400 შემთხვევა იყო მკვლელობების, მძიმე დანაშაულის, 638 მარტო ძარცვა იყო და 275 ყაჩაღობა, გაუპატიურება 82 და 418 მკვლელობა, სულ 1400-მდე ასეთი მძიმე დანაშაული, რომელიც კაცმა ვერ გაიგო საქართველოში, რადგან მთელი მედია ფეხქვეშ ამოიდეს. რაღაცა კონცერტებსა და სპექტაკლებს დასდევდნენ ვითომ მშვიდობა და სიწყნარე იყო ქვეყანაში, სინამდვილეში მერე ოფიციალური მონაცემებით უკვე, როცა შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა 104-ე სამარცხვინო ადგილზე ვიყავით მედიის თავისუფლებით ქვეყანაში. აი, ხომ ხედავთ, სულ ყველა წავიდა, ამის მოსმენა არ უნდათ, რადგან აქ კი არ უნდა ისხდნენ, ციხეებში უნდა ისხდნენ და სინამდვილეში ზოლიანი პიჟამოები ეცვათ», — განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.