პოლიტიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში შედის

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი მედია ვასაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს და ორშაბათიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებს.

“მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შეხვდა აჭარის აქტივს, ვესწრებოდი მე ამ სხდომას, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მაინც დაბალანსდა, რომ შესვლა არის საჭირო, არმც თუ საჭირო არამედ აუცილებელიც. ასე, რომ ხვალ არის მოწვეული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რეგიონების მოსაზრებები და შედეგები ალბათ შეჯამდება ამ სხდომაზე და მაღალი ალბათობით ჩვენ შევალთ როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში ასევე საქართველოს პარლამენტშიც, „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია”- განაცხადა მედია ვასაძემ

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველომ კიდევ ერთ დონორთან გააფორმა შეთანხმება ფინანსური დახმარების მიღების შესახებ

“ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, გიორგი გახარია გადადგებოდა”-“ოცნების” დეპუტატი რომან კაკულია

Joni Kvaracxelia

ზვიად კუპრავას და კიდევ 3 მოქალაქეს 14 დღიანი პატიმრობა მიესაჯათ

დატოვე კომენტარი